ჩვენში ერთ დროს გავრცელებული მეტსახელები

იანვარი 30 2018

„სლოკინა“, „ტროყე,“ „ციფნა,“ „ქუცუნა“, -  ერთ დროს ჩვენში ყველაზე მეტად ეს მეტსახელები ყოფილა გავრცელებული.

სოფელი და მისი მაცხოვრებლები ზედმეტ სახელების გარეშე არ არსებობს. მათ ძირითადად მამაკაცებს არქმევდნენ. იშვიათია მეტსახელიანი ქალი.

ხშირია ისეთი მეტსახელებიც, რომლებიც მეტად ვულგარული ან უცენზურო შინაარსისაა.

მამაკაცების შემთხვევაში, ზედმეტსახელი ხშირად მემკვიდრეობითაც კი გადაეცემათ ხოლმე - მაგალითად, როცა მამას ჰქვია მეტსახელი, მერე შვილსაც იმავე სახელს არქმევენ თანასოფლელები.

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ყველაზე გავრცელებული ზედმეტსახელები ყოფილა:

აჭაჭო, აჯილა, ბაჯა, ბღუნძი, ბაჭყატა, ბეცია, დუშმანი, ელიბო, დუკია, გეცა, თუნგის ძირი, ინათე, მქაშე, მუცელა,  მაჭამე, სლოკინა, ტროყე, ტრაზანა, ტიტლიჩი, ტუნტრუპალე, ფეხა, ქუცუნა, ქინქლა, ქიმბარა, ქვაბის ძირი, ღვთისწინა, ყაყე, შარვალა, შიფერა, შეთე, ჩიკალიკა, ჩანგალა, ცხენის ბუზი, ჩიჩია, ჩიპლა, ცუგრიტა, ციფნა, წველე, წაპანა, წვერცამეტა, ჭოტა, ჭანურა, ჭიპრონა, ჭუკულა, ჭიჭინა, ხალა, ჯაგია, ჯაგა, ჯეჯია, ჯოჯო,  წიწიკა, კიჭა, ბაქია და სხვა.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი