ის, რაც გორელი მწერლის შესახებ უნდა ვიცოდეთ

იანვარი 30 2018

ერთ-ერთი, ვისი შემოქმედებიდანაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, გორში დაბადებული ეკატერინე გაბაშვილია. გორელი მწერალი 1851 წლის 16 ივნისს დაიბადა. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ 10 საინტერესო ცნობას მისი ცხოვრების შესახებ:

1. მისი ქალიშვილობის გვარი თარხნიშვილი იყო.

2. ეკატერინემ დედა 5 წლის ასაკში დაკარგა. ის და მისი ძმა ბებიასთან იზრდებოდნენ, რომელიც მეტად მძიმე და ანჩხლი ხასიათის ქალი იყო. მას არ სურდა ეკატერინეს წერა-კითხვის გარდა, რაიმე განათლება მიეღო, თუმცა მამამისმა 7 წლის ეკატერინე ქ. გორში პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს – მაიკოს - მიაბარეს. მაიკოს საკმარისი განათლება არ ჰქონდა. ამიტომ ერთი წლის განმავლობაში ეკატერინეს მან მხოლოდ წერა–კითხვა და რამდენიმე ლოცვა შეასწავლა.

3. 1859 წელს ეკატერინე თბილისში წაიყვანეს და ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ კი მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში გადაიყვანეს. ამ დროს ეკატერინე 12 წლის იყო. აქ მან საშუალო განათლება მიიღო. ეკატერინეს ქართულის მასწავლებლები ალექსანდრე ცაგარელი და იაკობ გოგებაშვილი იყვნენ.

4. ეკატერინემ უსახსრობის გამო, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. ის 1868 წელს დაბრუნდა გორში და თვითგანათლებას მიჰყო ხელი. 

5. 17 წლისამ მასწავლებლობა დაიწყო - ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას. მალევე დაწერა მოთხრობა “სოფლის მასწავლებელი”.

6. ეკატერინე გაბაშვილს 11 შვილი ჰყავდა - 7 ვაჟი და 4 გოგო. ის 1871 წლიდან ალექსანდე ზაქარიას ძე გაბაშვილის მეუღლეა. თუმცა ოჯახის მოვლის პარალელურად, განაგრძობს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. 

7. 1895 წელს თბილისში თავის სახლში მან მოაწყო ქალთა ხელსაქმის (ჭრა–კერვის) ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. სკოლა საქველმოქმედო შეწირულობით არსებობდა და ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც.

8. ეკატერინე მეგობრობდა ცნობილ ქართველ მწერლებთან - აკაკისთან, ილიასთან, ვაჟასთან ... მის სახელთანაა დაკავშირებული ერთი მეტად მნიშვნელოვანი და რთული ლიტერატურული ჟანრის მცირე მოთხრობის ანუ ნოველის დამკვიდრება ქართულ მწერლობაში.

9. ეკატერინე გაბაშვილის კალამს ეკუთვნის "მაგდანას ლურჯა", “ოჯახის ბურჯი”, “თინას ლეკური”, “გამარჯვებული ნიკო”, “ღვინია გადაიჩეხა”, “თამარის ნუგეში”, “მეურმის ფიქრები” და სხვ. მას ეკატერინე გაბაშვილმა ყველაზე მეტად პოპულარობა საბავშვო მოთხრობებით მოიპოვა.

10. ეკატერინე გაბაშვილი 1938 წლის 7აგვისტოს გარდაიცვალა, კასპის რაიონ სოფელ ახალქალაქში. დასაფლავებული იყო ვაკის სასაფალოზე, მოგვიანებით კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი