გორელი რევოლუციონერის და ტერორისტის ცხოვრება

იანვარი 31 2018

სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო,  1882 წლის 27 მაისს ქალაქ გორში დაიბადა, თუმცა ამ სახელითა და გვარით მას ცოტა თუ იცნობდა. საზოგადოებაში ის პარტიული ფსევდინიმით, კამოს სახელით იყო ცნობილი. როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო სტალინმა შეარქვა. გორელი სომეხი მღვდლის შვილი, განათლებასთან და მით უფრო რუსულთან საკმაოდ მწყრალად მყოფი კამო ვერაფრით გამოთქვამდა მიცემით ბრუნვაში კითხვას ვის. კამუს, მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო იოსებ ჯუღაშვილის მიერ ის კამოდ მოინათლა.

საიდან გვეცნობა კამოს სახელი? 

წლების განმავლობაში, გორში მისი სახელობის ქუჩა და სკვერი არსებობდა. ამ ტერიტორიაზე ამჟამად ოქონის ტაძარი შენდება. 

oqonis tadzari

kamo

ახლა კი ცოტა რამ კამოს შესახებ: 

კამო 1901 წელს შევიდა კომპარტიაში. იგი ამ დროიდან აქტიურად ავრცელებდა არალეგარულ ლიტერატურას საქართველოს სხვდასხვა ქალაქებში, მათ შორის, გორშიც. ასევე სათავეში ედგა არალეგარულ სტამბებს. მოგვიანებით, 1903 წელს კამო დააპატიმრეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და აქტიურად ჩაერთო მუშათა საბრძოლო რაზმების ჩამოყალიბებაში. 1905 წელს თბილისში სამხედრო ნაწილებთან  მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების დრო კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, თუმცა კამოს არც აქედან გასჭრივებია თავის დაღწევა. გაქცევის შემდეგ, 1906 წელს პეტერბურგში ჩავიდა.პირველად შეხვდა ლენინს და მისი მოკავშირე გახდა. სწორედ ლენინის დავალებით გაემგზავრა საზღვარგარეთ რუსეთში იარაღის შემოსატანადკამოს ციხეში ყოფნა ბერლინში გამგზავრების დროსაც მოუწია. იქ ყოფნის დროს კამო თავს სულიერ ავადმყოფად ასაღებდა, თუმცა ამის მიუხედავად, იგი მაინც გადასცეს რუსეთს, შემდეგ კი თბილისში, მეტეხის ციხეში გადმოიყვანეს. 1911 წლის 15 აგვისტოს კამო ციხის საავადმყოფოდან გაიქცა და პარიზში გაემგზავრააქტიურად განაგრძო ლენინის დავალებების შესრულება, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1912 წელს რუსეთში დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამუტანეს, თუმცა ამინისტიის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი 20 წლიანი კატორღით შეუცვალეს. ამის მიუხედავად, მას სასჯელი სრულად არ მოუხდია და 1917 წელს გაათავისუფლეს. კამოს არც ამჯერად შეუწვიტავს რევოლუციური ქმედებები. იგი ლენინთან ერთად ახორციელებდა პარტიზანული დაჯგუფებების შექმნას. ბოლო დაპატიმრების შემდეგ, 1920 წელს თბილისიდან გაასახლეს. ამავე წელს მან მოსკოვის სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. შემდეგ კი საგარეო ვაჭრობის სისტემაშიც იმუშავა.

მის სახელს უკავშირდება 1907 წელს ყოფილი ერევნის მოედანზე მომხდარი მსოფლიო რეზონანსის ექსპროპრიაცია. ეს მართლაც რეზონანსული საქმე იყო.

erevani

1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ, ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს

ბანდის წევრები ძირითადად გლეხების ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი და მოედნის კუთხეებში რევოლვერებით და ჭურვებით იცდიდნენ. სხვებისგან განსხვავებით, კამო მოედანზე ღია ეტლით კავალერიის კაპიტნის ფორმაში ჩაცმული მივიდა. მძარცველებმა ეტლს ჭურვებით შეუტიეს, რამაც გამოიწვია ბევრი ადამიანის დაღუპვა. ამის შემდეგ ისინი სხვა მცველების განადგურებას შეუდგნენ. ჭურვებს ყველა მიმართულებით ისროდნენ. გაზეთი ისარი წერდაარავის შეეძლო ეთქვა, თუ რამ გამოიწვია საშინელი ხმაიარაღის სროლამ თუ ჭურვების აფეთქებამ... ხმებმა მთელ ქალაქში პანიკა გამოიწვია... თითქმის მთელი ქალაქის ფარგლებში ხალხმა სირბილი დაიწყო, დაქროდნენ ეტლები და საზიდრები“. აფეთქებები ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე ყველა კვამლსადენი გადაყირავდა, ხოლო ერთი მილით დაშორებული ყველა სარკმელი გატყდაერთ-ერთმა დაჭრილი ცხენი, რომელიც დილიჟანსს იყო მიბმული, გაიქცა და ფულიც თან გაიყოლა. მას კუპრიაშვილი, კამო და კიდევ ერთი მძარცველი, დათიკო ჩიბრიაშვილი დაედევნა. კუპრიაშვილის მიერ ნასროლმა ჭურვმა ცხენის ფეხები ააფეთქა, თუმცა, აფეთქების დიაპაზონში იგი თვითონაც მოჰყვა, რის გამოც მიწაზე დაეცა.გონზე მოსვლა და გაქცევა მან დამატებითი სამხედრო ძალების მოსვლამდე მოახერხა. დილიჟანსიდან ფული ჩიბრიაშვილმა გაიტაცა, ხოლო სხვა მძარცველმა ფული კამოს ფაეტონში გადაიტანა. ფულის ხელში ჩაგდების შემდეგ, კამომ სწრაფად დატოვა მოედანი, ხოლო პოლიციის ეტლთან შეხვედრისას მან თავისი თავი კავალერიის კაპიტნად გაასაღა და დაიყვირა: ფული უსაფრთხოდაა. გაიქეცით მოედნისკენ. პოლიცმაისტერი ბალაბანსკი ასეც მოიქცა და მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ იგი გაქცეულმა მძარცველმა გააცურა. ამის შემდეგ კამო წავიდა ბანდის შტაბ-ბინაში, სადაც ტანსაცმელი გამოიცვალასახელმწიფო ბანკში ზუსტად არ იცოდნენ, თუ რამდენი ფული დაიკარგა ძარცვის შედეგად. საუკეთესო პროგნოზი იყო 341,000 რუბლი (2008 წლისთვის 3,4 მილიონი ამერიკული დოლარი).

კამოს დაღუპვის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. ოფიციალური ვერსიით მაშინდელ ელბაქიძის დაღმართზე ველოსიპედზე ამხედრებულ კამოს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და იგი მიღებული ტრამვებისგან დაიღუპა. ამ ვერსიისა დღემდე არავის სჯერა და ბევრი ხუმრობს, რომ მაშინდელ თბილისში მოსიარულე ერთადერთი სატვირთო ავტომობილი რაღა მაინცა და მაინც კამოს შეეჯახა. მაინც რა ვითარებაში დაიღუპა სიმონ ტერ-პეტროსიანი? ვინ და რატომ შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული მისი სიკვდილით?

ერთ-ერთი ვერსიით, კამო სტალინმა მოიშორა. ტროცკი ცდილობდასტალინისათვის დაემტკიცებინა ექსპროპრიაციაში მონაწილეობა. ამის უარყოფა, ან დადასტურება ერთადერთი კამოს შეეძლო, ამიტომაც სავარაუდოდ პარტიული აღზევების გზაზე მდგომმა ჯუღაშვილმა განიზრახა საშიში მოწმის, ერთ დროს უახლოესი თანამებრძოლის მოშორება. ყველაფერი კი ასე მოხდა: 1922 წლის 14 ივლისს საღამოს 11 საათზე ყოფილი ვერის, იგივე ელბაქიძის დაღმართზე სატვირთო ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა და სასიკვდილოდ დააშავა. სატვირთოს ვინმე კოლა დვალი მართავდა, ველოსიპედისტი კი სიმონ არშაკის-ძე ტერ-პეტროსიანი, კამო იყო. ოფიცალური ვერსიით კამოს მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა და ამიტომაც დროულად ვერ შენიშნა ავტომობილი. მძიმედ დაშავებული კამო, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამბობენ, ის არ იყო შემთხვევითი ავარია. კამო მოკლული იქნა მოსკოვიდან მოსული ბრძანებით. კერძოდ სტალინის ბრძანებით. კამოს დასაფლავების შემდეგ შელაპარაკება მოხდა ქართველს რევოლუციონერებსა და სომეხ რევოლუციონერებს შორის. სროლაც კი ატყდა. არავინ არ მომკვდარა, მაგრამ მთელ თბილისში მაშინ გახმაურდა, რომ ქართველებმა და სომხებმა ამის გამო ერთმანეთს ესროლეს. სომხები ბრალს დებდნენ  სტალინს.

1922 წლის 18 ივნისს კამო პუშკინის სკვერში დაკრძალეს. ორი დღით ადრე კი შოფერმა კოლა დვალმა მას პრესის მეშვეობით ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. მას არავითარი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი