40 წელი ჟურნალისტიკაში - თამილა გოგოლაძეს ისტორია

ნაწყვეტი დღიურიდან Written by  ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 09:17 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 თამილა გოგოლაძე პროფესიით ფილოლოგია. თითქმის 40 წელია, ჟურნალისტურ საქმიანობაშია ჩაბმული.

თავდაპირველად, გორის გაზეთში, კორესპონდენტად მუშაობდა. ამბობს, რომ მხატვრული ლიტერატურა მისი გატაცებაა. ამიტომ, ხშრად წერდა და ამზადებდა მასალებს ადგილობრივ ლიტერატურულ  წარმომადგენლებზე. ჟურნალისტიკა მისთვის ის პროფესიაა, რომლის ყველა წარმომადგენელიც,მუშაობისას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი.

"ჟურნალისტიკას სკოლის პერიოდიდან ვუყურებ,როგორც საინტერესო პროფესიას, იმ თვალსაზრისით, რომ მე მიზიდავდა მხატვრული ლიტერატურიდან გამომდინარე ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ პროფესიის ერთგულნი იყვნენ, იცავდნენ და ამავე დროს იყვნენ მართალნი. ოცნებისმიერი იყო ჩემთვის ჟურნალისტიკა და ვწერდი. ვწერდი გორის გაზეთში. ძირითადად ვწერდი, გორის ლიტერატურის წარმომადგენლებზე, მეცხრამეტე საუკუნეში, უფრო ადრინდელ პერიოდში თუ მერე", - გვითხრა თამილამ.

 

6e13511efa0aaa5f26dc59f9ab6527b5 6630

"ყველა ჟურნალისტისთვის აუცილებელია ცოდნა", - ამბობს თამილა და იმ სირთულეებს იხსენებს, რომლის გადალახვაც რედაქციაში მუშაობისას მოუწია.

"აი, იქ აღმოვჩნდი საოცრების წინაშე. მე არ ვყოფილვარ პროფესიული ჟურნალისტი, ანუ იმ თვალსაზრისით, რომ დამემთავრებინა ჟურნალისტიკის სპეციალობა. რედაქციაში ისეთი სირთულეები წარმოიშვა ჩემს წინ, ისე დამაკლდა ის ჟურნალისტიკის ცოდნა, ამიტომ ცოდნა ჟურნალისტისთვის, თუნდაც თვითნასწავლისთვის, აუცილებელია", - ამბობს თამილა.

ჟურნალისტად 1984 წლიდან მუშაობს. ამბობს, რომ პირველი მასალა და რედაქტორის პირველი შენიშვნა არცერთ ჟურნალისტს არ ავიწყდება. 

"ჩემმა რედაქტორმა გამგზავნა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში. მითხრა რომ ამეღო ინტერვიუ და დამეწერა ამწის მემანქანეზე. რომ მივედი, უზარმაზარი ტერიტორია იყო. ვიხედები აქეთ - იქით და ვნახე ვაგონი სადაც თანამშრომლები იყვნენ. ავიღე ინტერვიუ და ყველა საჭირო ინფორმაცია გამოვიკითხე. მოვამზადე სტატია და შევიტანე რედაქტორთან - იმედი მაქვს, რომ არ დამიწუნებს. რედაქტორი მიყურებს სათვალეების მაღლიდან, ბოლოს მეუბნება, ეს მემანქანე რომელი ამწეს მემანქანეა, კოშკურიანის თუ ისეო. მე გავშრი, ეგ სულ არ მეგონა რომ საჭირო იყო. ესე იგი რამდენად საჭირო იყო სიღრმეში შესულიყავი, ან წაგეკითხა ან გაგეგო, გარკვეულიყავი", - იხსენებს თამილა.

38f1f86f944369047b2c92538848a3a8 7789

თამილა თვლის, რომ ახლა, ჟურნალისტები, ძირითადად ახალი ამბების მომზადებით არიან დაკავებულნი. ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში განსხვავებული სიტუაცია იყო. 

"ჩემ პერიოდში ჟურნალისტიკა არ ნიშნავდა მარტო სტატიის ინფორმაციის მისაღებად, სტატიის დასაწერად, ქალაქში ღონისძიებათა დასასწრებად წასვლას და აღნუსხვას. ხუთჯერ მაინც ვკითხულობდით გაზეთის მომავალ ნომერს და ამავე დროს სტამბასთან ურთიერთობა. იქ მუშაობდა ღვაწლმოსილი მესტამბე დეიდა ნინა. ერთ საღამოს რედაქტორი მეუბნება, ეხლა შენ წახვალ სტამბაში და ნინას ეტყვი, რომ ეს სათაური უნდა ააწყო "კირილეთიო", ისე იცოდე, რომ ნინას კირილე არ უყვარსო. ვფიქრობ ახლა ეს კირილე ვინაა. რომ ვიკითხო - მრცხვენია... დეიდა ნინა დაიღრიჯა, რა კირილე მოუნდაო, მაგრამ სტატიის სათაური ააწყო. ამ პერიოდშივე მე გამომიჩნდა სამსახური ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და აუცილებელი იყო შემესწავლა მეცხრამეტე საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ყოფა ცხოვრება, რომელსაც მე არ ვიცნობდი. ერთ ერთი მათგანი იყო კირილე ლორთქიფანიძე და სწორედ მისი ცხოვრების შესწავლის შედეგად მივედი, რომ მან შექმნა ეს შრიფტი "კირილე".

 

b864467acbe3eb5ed43189a4fb3c676d 3169

თამილა ამბობს, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას, ჟურნალისტები დამოუკიდებლები არ იყვენენ

"ჩვენს პერიოდში ძირითადად შეკვეთილი წერილები იწერებოდა, იყო მცდელობა უარყოფითი წერილის დაწერის."

მიაჩნია, რომ თანამედროვე ჟურნალისტებს ცოდნა აკლიათ, თუმცა მეტად დამოუკიდებლები არიან.

"დღევანდელ ჟურნალსტიკაში ზერელობას ვხედავ. ამ კუთხით, ძველ და ახალ თაობას თუ შევადარებთ, გეტყვით, რომ წინათ მნიშვნელობა ენიჭებოდა ცოდნას. ახლა ყველა წერს და ყველა ლაპარაკობს, ვისაც როგორ უნდა. ეს პროცესი არ მომწონს", - ამბობს თამილა.

Read 172 times Last modified on ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 10:17
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი