mukilurji640X90

სტალინის ყველაზე დიდი საიდუმლო

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 09:32 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეისათვის ხელსმისაწვდომია სტალინისა და მისი მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას 1929 - 1931 წლების მიმოწერა. სტალინის პირადი არქივიდან გასაჯაროვდა მისი 17 და ნადიას 13 წერილი.

დღესდღეობით, გავრცელებულია ის აზრი, რომ სტალინმა თავისი მეუღლე, ნადეჟდა ალილუევა მოაკვლევინა. თუ მხედველობაში მივიღებთ "იოსებისა" (მეუღლე ასე მიმართავდა სტალინს) და "ტატკას" (ასე ეძახდა სტალინი მის ცოლს) სასიყვარულო მიმოწერას, ეს თითქოს დაუჯერებელი ჩანს. თუმცა, გასათვალისწინებელია სტალინის პიროვნების ერთი თვისება - დაუნდობლობა.

სიმონ მონტეფიორე წიგნში "ახალგაზრდა სტალინი" წერს: 

"სოსოს ამხანაგები ხშირად ამჩნევდნენ, რომ ის არ ჰგავდა ჩვეულებრივ, მგზნებარე კავკასიელს. გრძნობები მისთვის უცხო იყო. როგორც არ უნდა ჰყვარებოდა ვინმე, არასოდეს აპატიებდა პარტიის საქმის გაფუჭებას - ცოცხლად გაატყავებდა".

სხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ სტალინი ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროსაც ცინიკურად რეალისტი იყო. ის ყოველთვის ოსტატურად მალავდა თავის ზრახვებს.

stalini-XVIII-yrilobaze

რატომ უნდა გაემეტებინა სტალინს ყველაზე საყვარელი ადამიანი სასიკვდილოდ? შესაძლოა, ამის მიზეზი ცოლის ღალატი შესაძლოა ყოფილიყო. 

ზოგიერთი ავტორის აზრით, ნადეჟდა ალილუევას მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად უნდა განიხილებოდეს სტალინის ეჭვიანობა ნადია - იაკობისა და ნადია - კიროვის ახლო ურთიერთოებებზე. ნადია თავის გერზე შვიდი წლით იყო უფროსი და მას უმცროსი ძმასავით ექცეოდა. ნადია ხშირად იცავდა იაკობს მამის რისხვისგან და მამა - შვილს შორის მომრიგებლის როლშიც გამოდიოდა. 

nadeJda

სტალინი 1928 წლის 9 აპრილს ასეთ წერილს უგზავნის მეუღლეს:

"იაკობს ჩემგან გადაეცი, რომ ის ხულიგანივით და შანტაჟისტივით მოიქცა, რომელთანაც მე არანაირი საერთო არ მაქვს და არც მექნება. დაე, იცხოვროს, სადაც სურს და ვისთანაც".

ასევე, არადამაჯერებელია ნადიასა და კიროვის სასიყვარულო ურთიერთობების ვერსიაც. ძნელი დასაჯერებელია, რომ კიროვს, მიუხედავად მისი მექალთანეობისა, დიქტატორის მეუღლესთან გაებედა ზედმეტი ყურადღების გამოჩენა. გარდა ამისა, ალილუევას ახასიათებდნენ როგორც თავმდაბალ, მოკრძალებულ ადამიანს, რომლისთვისაც უცხო იყო გამომწვევი ქცევა. 

თუმცა, ალილუევა ცდილობდა იმ პერიოდში საბჭოთა იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას და ზოგიერთ საკითხში ქმრის პარტიული ოპოზიციის თანამოაზრე აღმოჩნდა. ნადია არაერთხელ გამოჰქომაგებია რეპრესირებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. სავარაუდოდ, მისი ქცევა სტალინს აღიზიანებდა.

1929 წლის სექტემბერში სტალინს ნადია ვრცელ წერილს უგზავნის და გაზეთ "პრავდას" ერთ - ერთ თანამშრომელს, ვინმე კოვალიოვს ექომაგება

"თუ მიაჩნიათ, რომ ის უნდა მოხსნან, ეს უნდა  გააკეთონ პარტიული უმწიფრობის, კოვალიოვშჩინის, ზინოვიევშჩინის და ა.შ. ბრალდების გარეშე... მე ვიცი, რომ შენ ძალზე არ გიყვარს ჩემი ჩარევევბი, თუმცა მაინც მგონია, რომ შენ უნდა ჩარეულიყავი ამ, თავიდანვე უსამართლო საქმეში.

ნახვამდის. გკოცნი მაგრად, მაგრად. ამ წერილზე მიპასუხე".

23 სექტემბერს სტალინმა ასე უპასუხა:

"მივიღე შენი წერილი კოვალიოვის შესახებ. მე ნაკლებად ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა ვფიქრობ, მართალი ხარ... რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებ, თუ უკვე დაგვიანებული არ არის.

ვკოცნი ჩემ ტატკას მაგრად, ძალზე მაგრად".

 

იყო თუ არა უკანასკნელი წერილი

ნადეჟდა ალილუევას მკვლელობის ან თვითმკვლელობის ვერსიებზე ამდენი კამათი და მსჯელობა საჭირო არ გახდებოდა, თუ სინათლე მოეფინებოდა ერთ გარემოებას. სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ ალილუევამ თვითმკვლელობის წინ სტალინს დაუტოვა წერილი, რომელიც გაანადგურეს.

სტალინის უერთგულესი თანამებრძოლი, ვ. მოლოტოვი რუს პუბლიცისტ ფელიქს ჩუევთან საუბარში ბევრ სხვა ფაქტთან ერთად, იხსენებს ნადეჟდა ალილუევასაც:

"ძალიან უყვარდა სტალინი... და სულ ეჭვიანობდა. ბოშური სისხლი ბობოქრობდა. სულ მთლად გაწონასწორებული არ იყო. ცოტა ფსიქოპათი იყო. თვითმკვლელობის ღამეს ჩემ ცოლს შესჩიოდა. ხან ეს არ მოსწონდა, ხან ის.. მასზე ზეგავლენა ჰქონდა ბუხარინს, ენუქიძეს ... "

რამდენიმე ხნის შემდეგ გამართულ საუბარში მოლოტოვი ამატებს:

"თუმცა, მეეჭვება, მათი მხარდამჭერი გამხდარიყო.. თავი მოიკლა. არანაირი წერილი არ დაუტოვებია.. ხმა გაავრცელეს, რომ სტალინმა მოკლა. მე არასდროს მინახავს ის მოტირალი, ალილუევას კუბოსთან კი ცრემლი სდიოდა... დაკრძალვის წინ ჩაილაპარაკა: "ვერ გაგიფრთხილდი"

მოლოტოვისგან განსხვავებით, სვეტლანა ალილუევა წერს თავის მოგონებებში:

"დროდადრო მას (საუბარია სტალინზე) რაღაც ბოროტება და გააფთრება დარევდა ხელს. ეს იმით აიხსნება, რომ დედამ წერილი დაუტოვა. სავარაუდოდ, ღამით დაწერა. რასაკვირველია, მე წერილი არასოდეს მინახავს. ის , ალბათ, მაშინვე გაანადგურეს. თუმცა წერილი ნამდვილად იყო. ამის შესახებ მეუბნებოდა ყველა, ვინც ის ნახა. წერილი საშინელი იყო".

ამ შემთხვევაში, წერილის შინაარსზე მეტად მისი არსებობაა მნიშვნელოვანი, რადგან, თუ ნადეჟდა ალილუევამ 1932 წლის 9 ნოემბერს გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, დიდი ალბათობით, თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე.

 

მომზადებულია ჟურნალ "არსენალის" მიხედვით.

Read 206 times Last modified on ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 09:40

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი