mukilurji640X90

მომღერალი, რომელიც თავისუფლებას ეძებდა - მიშა კოშკაძის ისტორია

გაიხსენე ისტორია Written by  ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 13:29 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პირველ დეკემბერს გორში მიშა კოშკაძის იუბილის აღნიშვნას გეგმავენ. ამ თარიღს ქალაქში მომღერლის გარეშე პირველად შეხვდებიან.

მიშა კოშკაძე 2018 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი სიკვდილი მოულოდნელი იყო ოჯახისა და ახლობლებისთვის, რადგან სექტემბრის ბოლოს ყველამ გაიგო, რომ კოშკაძემ კიბო დაამარცხა.

მკურნალობის კურსს მომღერალი 2 წლის განმავლობაში იტარებდა და როგორც მისი ოჯახი ამბობს, თავიდანვე სწამდა რომ სიკვდილს აჯობებდა.

ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მიუხედავად, კოშკაძეს პედაგოგიური საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია - მომღერალი ახალგაზრდებს გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა.

„ამ პროცესით თავადაც დიდ სიამოვნებას იღებდა. მოსწონდა ახალგაზრდებთან უთიერთობა. მათი ყველა წარმატება საკუთარივით უხაროდა“, - იხსენებს კოშკაძის დეიდა.  


მომღერალი ბოლო წლებში გორის კულტურის ცენტრში მუშაობდა, თუმცა მანამდე დიდი ხნის განმავლობაში, უმუშევარი იყო.

„წლები 115 ლარი ჰქონდა ხელფასი. ამ ბოლო პერიოდში გაუზარდეს. ალბათ სადღაც ჰქონდა კიდეც დაუფასებლობის განცდა, მაგრამ არ იცოდა ამაზე საუბარი“.

koshkadze gardaicvala daigupa

მომღერლის ცხოვრებაში სხვა რთული პერიოდებიც იყო. ერთ-ერთი მას შემდეგ დაუდგა, რაც შიდა ქართლის მაშინდელ გუბერნატორს მიხეილ ქარელს სიმღერა “დაბოლილი ბულბული” მიუძღვნა. როგორც ოჯახი იხსენებს, სიმღერის გავრცელების შემდეგ, არ წყდებოდა სატელეფონო ზარები - კოშკაძეს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. 

მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელმა ნამუშევარმა კოშკაძე კიდევ უფრო ცნობილი გახადა.  2006 წლის თებერვალში კი, გორში ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ის „კოლორიტ გორელად“დასახელდა. 

კოშკაძეს გიტარაზე დაკვრა ოთარ რამიშვილმა ასწავლა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში რამიშვილმა თქვა, - კოშკაძე მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო.

ოჯახი ამბობს, რომ მომღერალს მუსიკალური ნიჭი მამისგან დაჰყვა.

“მამამისი მღეროდა კარგად. ასევე, კარგად უკრავდა და მიშას ყველა მაგას ეუბნებოდა, მამაშენი როგორ კარგად მღერისო. ხოდა, ამანაც გადაწყვიტა ფეხბურთის თამაშისთვის თავი დანებებინა და დაკვრა ესწავლა“.

კოშკაძე ფეხბურთს სასკოლო ასაკიდან თამაშობდა. როგორც ამბობენ, ის ცოტა ხნით გორის საფეხბურთო გუნდ „დილაშიც“ თამაშობდა.

„მამამისი სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო და მისი მეგობრები სულ აქებდნენ, ფეხბურთს რა კარგად თამაშობსო. ზოგადად, ბევრი რამით ჰგავდა მამამისსს. სპორტიც აინტერესებდა და მერე, მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა“.

კოშკაძე საკუთარი მუსიკისთვის ტექტებს თავადაც წერდა, თუმცა თუ მის ნამუშევრებს გადავხედავთ, მარტივად მივხვდებით, რომ ფავორიტი პოეტიც ჰყავდა - მომღერალს გიორგი მახარობლიძის არაერთ ლექსზე აქვს კომპოზიცია შექმნილი.

 

კოშკაძემ სიმღერა სკოლის გუნდიდან დაიწყო. ის სხვადასხვა დროს გორის მესამე და მეთერთმეტე სკოლებში სწავლობდა.

„ძალიან კარგადაც არ სწავლობდა, მაგრამ ჭკვიანი ბავშვი იყო. ფესტივალებში იღებდა სულ მონაწილეობას და სკოლის გუნდში მღეროდა".

კოშკაძე პროფესიით ეკონომისტი იყო. მან სკოლის დამთავრების მერე, სწავლა გორის ინსტიტუტში განაგრძო.

მომღერალი 1968 წელს დაიბადა. მას 1 დეკემბერს 50 წელი შეუსრულდებოდა.

 

Read 516 times Last modified on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 13:45

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი