გოგონა, რომელსაც წლებია საახალწლო კონცერტი მიჰყავს - ლიკა შამუგიას ახალი წელი

ნაწყვეტი დღიურიდან Written by  ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 10:12 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ვინ არის გოგონა, რომელსაც უკვე წლებია გორში საახალწლო კონცერტი მიჰყავს და რომელიც 1-ელ იანვარს უკვე ოთხჯერ საკონცერტო სცენაზე შეხვდა? 

 

ახალი წლის ღია ცის ქვეშ, საკონცერტო სცენაზე შეხვედრა ლიკა შამუგიასთვის უკვე ტრადიციაა. ამბობს, რომ საახალწლო განწყობას იმ ადამიანთა ემოციებიც უათკეცებს, რომლებიც 1-ელ იანვარს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ხვდებიან.

„ადამიანები საოცრად გადმოსცემენ და გადასდებენ ერთმანეთს ემოციების საშუალებით განწყობებს. ძალიან მძაფრია ის, რაც სცენაზე მოდის მაყურებლისგან, თითოეულის მზერა და ხმა ისმის და ხილვადია თითქოს, ყველასთან ერთად - ვერავის ხედავ, ყველას ხმა გესმის, მაგრამ შეიძლება რელაურად ვერაფერი გაარჩიო, მაგრამ ის ემოცია, რასაც თითოეული ადამიანი უშვებს საკუთარი გონებიდან ყოველი მათგანი მოდის ჩემამდე და ამ ყველა დადებითი ემოციის ,,ქარიშხალს’’ უფრო დიდი შემართებით უკან ვაბრუნებ, ნუ ყოველშემთხვევაში ასეთია ჩემი განცდა და მდგომარეობა ყოველ სადღესასწაულო კონცერტზე“, - ამბობს ლიკა შამუგია.

ლიკასთვის ყოველი საახალწლო კონცერტი განსაკუთრებული და გამორჩეულია. ამბობს, რომ განსაკუთრებით ის მომენტი უყვარს, როცა შეკრებილი ადამიანები 1-ელ იანვრამდე დარჩენილ წამებს ერთად ითვლიან.

„მაშინ, როდესაც ბოლო წუთებს ვითვლით, ისმის მრავალჟამიერი და ცას ფოიერვერკი ფარავს გამაბრუებელი ხმაურით, - ეს არის საუკეთესო, მაღლა მიბჯენილი უამრავი გაბრწყინებული თვალი და ამ დროს ასე მგონია ყოველი ჩვენგანი ხედავს ,,ახალ წელს’’, ამ დროს ჩემთვის დღესასწაული ხილულია, თითქოს ხელშესახებიც.“

lika shamugia axali weli da gogonaaaa

საახალწლო კონცერტის წაყვანას თან გარკვეული დაძაბულობაც ახლავს. როგორც ლიკა ამბობს, არ არსებობს კონცერტი გაუთვალისწინებელი მომენტებით. 

„გამოწვევა და ექსრემალური სიტუაცია იყო ერთ წელიწადს, როდესაც კონცერტის დაწყებასთან ერთად ,,დაიწყო ყინვაც’’ და სცენის იატაკი ისე გაიყინა, რომ შეუძლებელი იყო სიარული, მიკროფონამდე მისვლაში მომღერლები მეხმარებოდნენ და სულ იმის განცდა მქონდა, რომ წავიქცეოდი. ასევე გამოწვევაა ყოველთვის საახალწლო ასაფეთქებლები, რომლებსაც გახარებული მაყურებელი სცენაზე ისვრის და ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ სადენებს მოხვდება, დაზიანდება ტექნიკა და კონცერტი ჩაიშლება.“

პატარ-პატარა საფიქრალი და სადარდებელი ლიკას კონცერტის დაწყებამდეც აქვს. მაგალითად, სულ ნერვიულობს იმაზე, რომ შეიძლება მაყურებელს ის არ მოეწონოს.

"შეიძლება უბრალოდ არ მიგიღოს მაყურებელმა. არ მოეწონოს იმის თქმა ყოველ წუთს, რომ ,,აპლოდისმენტებს’’ სთხოვ. სთხოვ, რომ ოვაციებით გაამხნეოს და მიესალმოს შემსრულებელს და შეიძლება საერთოდ არ შემოვიდეს კონტაქტში, ასეთ დროს ბევრი ხასიათის, შეხედულების და ასაკის ადამიანია. ასე, რომ მაყურებლის რეაქცია ყოველთვის საფრთხილო და გასათვალისწინებელი ამბავია. მათ უნდა მოუნდეთ ის, რომ რეაქცია ქონდეთ ჩემს საუბარზე და ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის ახალია და საფრთხილო. ერთგვარად, მე მათზე ვარ დამოკიდებული და ისინი ჩემზე - ერთმანეთს ვმართავთ, ჯაჭვია უხილავი".

საინტერესოა ისიც, რომ ლიკა ყოველთვის ახერხებს კონცერტის წაყვანისთვის საჭირო განწყობა შეიქმნას. კითხვაზე, როგორ ახერხებ ამას, ის ასე გვპასუხობს:

„სცენაზე გასვლამდე განწყობას ვიქმნი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ღიმილია. უნდა გაუღიმო გვერდით მდგომს, ან სულაც საკუთარ თავს, უსულო საგანს მოკლედ აზრი არ აქვს - მთავარია გაიღიმო და კიდევ ყველაზე მნიშნვნელოვანია ის, რომ კონცერტი რომელიც მაყურებელს უნდა შევთავაზო ჩემთვისაც საინტერესო და სასიამოვნო იყოს. ასეთ შემთხვევაში, გულწრფელი ვარ და ნამდვილ ემოციას ვუზიარებ, არ მჭირდება თამაში და უკეთ მიდის ყველაფერი".

და ბოლოს, როგორც ლიკა ამბობს, როდესაც ჩანს ხალხი, რომელიც დღესასწაულს ელოდება, პრობლემების და გამოწვევები უნდა დაივიწყო და დაეხმარო მათ, ბედნიერები იყვნენ.

shamugia likaaa axali weliii da gori

Read 1553 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი