ლოგიკუმი - წარმატებული კომპანია, რომელიც მხოლოდ იდეით შეიქმნა

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 17:21 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2016 წლიდან ბაზარზე არსებობს კომპანია “ლოგიკუმი”, რომელმაც 2 წელში ხის განმავითარებელი არაერთი სათამაშო შექმნა.

კომპანიას რამდენიმე მიმართულება აქვს - მათ შორისაა, კოგნიტური განვითარება, დასწავლის ხელშეწყობა, მეტყველების პროცესები, მოტორული უნარ-ჩვევები და ლოგიკური აზროვნება.

პროდუქცია სრულად ქართულია.

ლოგიკუმი 2018 ანა ჯიოშვილი

როდის და რატომ შექიმნა ლოგიკუმი? ვისთვისაა ეს კომპანია და რა ნივთი შექმნეს პირველად? - ამ კითხვებზე რადიო “მოზაიკას” ელინა შავდათუაშვილმა უპასუხა. ის “ლოგიკუმის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ელინა და ლოგიკუმი

პროფესიით ფსიქოლოგ ელინასთან ერთად ლოგიკუმის შექმნასა და განვითარებაში კიდევ 2 ადამიანი იყო ჩართული - მათგან ერთი ფსიქოლოგი, მეორე კი სოციოლოგია.

ხის სათამაშოების კეთების იდეა რეალობად ვაქციეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“. ამ პროექტში ჩავერთე ჩემს 2 მეგობართან ერთად. დავაფუძნეთ ხის განმავითარებელი სათამაშოების კომპანია „ლოგიკუმი“, რომელსაც 12 დეკემბერს შესრულდა 2 წელი, რაც ქართულ ბაზარზეა”.

მეგობრებმა კომპანია ყველანაირი ფინანსების გარეშე დაიწყეს. როგორც ელინა ამბობს, “ლოგიკუმის” ბიუჯეტი დაარსების დღეს 0 ლარი იყო.

anas foto

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სეგმენტი არიან ბავშვები, სათამაშოები არის უსაფრთხო. სათამაშოები არა მხოლოდ ტიპიური განვითარების, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეცაა მორგებული. „ლოგიკუმის“ ბაზარზე გამოსვლის დღიდან მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან საჭირო რესურსი იყო საზოგადოებისთვის და მას შემდეგ ინტერესი დღითი-დღე იზრდება სხვადასხვა სკოლების, ბაღების, სარეაბილიტაციო ცენტრების თუ მშობლების მხრიდან.”

2 წლის განმავლობაში “ლოგიკუმის” მიერ შექმნილ ნივთებს დღეს უკვე სკოლებში, ბაღებში და სარეაბილიტაციო ცენტრებშიც შეხვდებით.

anas foto2

“გვქონია შემთხვევები, როდესაც მშობელს სურდა კონკრეტული სათამაშო, რომელიც წარმოებაში არ გვქონდა, საქართველოს ფარგლებში არც ერთი კომპანია არ ამზადებდა მსგავს პროდუქტს, და ერთობლივი მუშაობის შედეგად შევქმენით. დღეს გავცდით ონლაინ გაყიდვებს და დისტრიბუციას ვაკეთებთ მაღაზიათა სხვადასხვა ქსელებში”.

"ლოგიკუმს" დღეს უკვე საკუთარი დანადგარი და სამუშაო სივრცეც აქვს. ელინა დარწმუნებულია, რომ საკუთარ მეგობრებთან ერთად კიდევ დიდხანს შეძლებს საინტერესო, სასარგებლო და საჭირო საქმე აკეთოს.

Read 501 times Last modified on პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 06:14

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი