რთული ბავშვობიდან წარმატებამდე - ავთო შოშიაშვილის ისტორია

ნაწყვეტი დღიურიდან Written by  ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018 11:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

როდის დაინტერესდა ავთო შოშიაშვილი კრივით? რას მიიჩნევს მთავარ წარმატებად? - საკუთარ საქმიანობაზე ის რადიო "მოზაიკას" ესაუბრა. 

ავთო შოშიაშვილი 40 წელია კრივის მასწავლებელია. 27 წლის წინ კი გორში კრივის სკოლა ჩამოაყალობა. როგორც ამბობს, კრივით 16 წლის ასაკში დაინტერესდა, მანამდე კი თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა.

“საკმაოდ მძიმე ცხოვრება გავიარე. ადრე დავობლდი. 9 წლისას დედა გარდამეცვალა, სამი წლის შემდეგ კი მამა. საკუთარი თავის დაცვა ადრეული ასაკიდანვე ვისწავლე და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ამ სპორტით დავინტერესდი“, - ამბობს ავთო შოშიაშვლი.

კრივის დამსახურებული წარმომადგენელი წარმატებას თავის მასწავლებელს უმადლის.

“ ჩემი მწვრთნელი იყო გიორგი კარელიძე, რომელმაც შექმნა კრივის ისტორია და მას უნდა ვუმადლოდეთ სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ვარჯიშის დაწყებიდან 6 თვის თავზე ფინალისტი გავხდი საქართველოს ახალგაზრდა თამაშებისა. 19 წლისამ მოვიგე საკავშირო ტურნირი, მოძმე რესპუბლიკებიდან იყვნენ სტუმრები, ტურნირი გორის ცირკში ტარდებოდა და აქ მივაღწიე წარმატებას. ძალიან ცუდ პირობებში გვიწევდა ვარჯიში, სკოლის დარბაზებში ვვარჯიშობდით, მაგრამ დიდხანს არავინ გვაჩერებდა და გვიშვებდნენ“, -  იხსენებს ავთო შოშიაშვილი.

avto da giorgi da ana

ავთო შოშიაშვილის თქმით, წარმატების მისაღწევად რთული და გრძელი გზა განვლო. ამბობს რომ თანამედროვე ახალგაზრდებს სპორტში წარმატების მისაღწევად ბევრად კარგი პირობები აქვთ.

“ ჩემი პირველი წარმატება იყო, როცა საკავშირო პირველობაში გამოვიჩინე თავი. მანამდე არ ვჩანდი არსად. ჩემს წონაში ასპარეზობდა 8 მოკრივე. აქედან 5 სპორსტმენი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი იყო. მე კიდევ წელიწადის და სამი თვის ნავარჯიშები ვიყავი. შევდიოდი ბრძოლებზე და ვიგებდი. იყო ოვაცია, ტაში, ყიჟინა. ძველ თაობას მიუხედავად მძიმე პირობებისა, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდათ ვარჯიშის, უფრო მეტი შემართება. ახლა ინტერნეტის თაობაა, ტელეფონებში უფრო მეტ დროს ატარებენ ვიდრე სავარჯიშო დარბაზში.“

გორში კრივის სკოლა ავთო შოშიაშვილის ინიციატივით 1991 წელს ჩამოყალიბდა. წლების მანძილზე სკოლაში გაწრთვნილმა მოკრივეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მათ შორისაა მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი.

“მიზნად დავისახე, რომ სკოლა უნდა აშენებულიყო. დაგვჭირდა ბევრი შრომა, რომ დაემტკიცებინათ. სახელმწიფომ გამოყო თანხა სკოლის ასაშენებლად, მაგრამ საძირკველის ნახევარიც არ იყო, რომ დაინგრა საბჭოთაკავშირი, გაიქცა მშენებელიც, ფული ვერ გადავუხადეთ. შემდეგ, გორის ყოფილი პროკურორი დავით ლეონიძე დაგვეხმარა. 1991 წლის 1 სექტემბერს სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.“

avto da moswavleebi da ana

გორის კრივის სკოლას მიმდინარე წელს ორი ევროპის ფინალისტი ჰყავს. შოშიაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს კრივით გოგონებიც ინტერესდებიან.

“გოგონები არ გვყავს. პირობები არ გვაქვს მათთვის, მოდიან უნდათ ვარჯიში და ისევ მიდიან, არადა საჭიროა, რადგან ოლიმპიურ თამაშებში შეიტანეს გოგონების გამოსვლაც."

ამჟამად, სკოლას 7 მწვრთნელი და 130-მდე მოსწავლე ჰყავს.

Read 650 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი