გორის გოგონათა გუნდის ყველაზე პატარა წევრი - 7 წლის ელენეს ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 07:05 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის გოგონათა გუნდის ყველაზე პატარა წევრი 7 წლის ელენე მარანელია.

ელენე მარანელი გორის გოგონათა გუნდის ყველაზე პატარა წევრია. 7 წლის ელენე მუსიკით ორი წლის წინ დაინტერესდა.

"მესამე საჯარო სკოლაში ვსწავლობ. სკოლის შემდეგ მუსიკაზე მივდივარ, შემდეგ ცეკვაზე. ორ წელზე მეტია, რაც ვმღერი და ვცეკვავ", - ამბობს ელენე.

მუსიკა დედამ შეაყვარა. ელენეს დედა დირიჟორია და რეპეტიციებზე, ისიც ხშირად თან დაჰყავდა.

"დედაჩემი დირიჟორია და მეც ხშირად ვესწრებოდი რეპეტიციებს. ვერც კი მივხვდი, როგორ ვისწავლე ყველა სიმღერა. ხმებში სიმღერაც არ გამიჭირდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც უცებ დავმკვიდრდი", - გვიყვება ელენე.

patara elene da misi warmatebis istoria 2

რეპეტიციებზე ძალიან იღლება, თუმცა ფიქრობს, რომ შრომის გარეშე წარმატება ვერ მოვა

"ხანდახან გაუსაძლისიც არის, ისე ვიღლები რეპეტიციებზე. საკმაოდ დიდხანს გრძელდება. დაღლა და შრომა საჭიროა, იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას. მიყვარს ჩემი საქმე და სასიამოვნოცაა ეს დაღლა".

ამავე თემაზე: ნინო წიკლაური - გორის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელის ისტორია

ოცნებობს, რომ მისმა გუნდმა მსოფლიო ტურნე მოაწყოს

"მინდა ჩემი გუნდი ცნობილი გახდეს. მთელ მსოფლიოში გავმართოთ ტურნე და წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს ელენე.

patara elena da misi warmatebis istoria 3

Read 1220 times Last modified on ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 07:41

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი