"-20%" - ღვინო, რომლითაც ნიკა მარკოზაშვილი საქართველოს ისტორიას მოჰყვება

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 08:13 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნიკა მარკოზაშვილმა რუსული ოკუპაციის გაპროტესტება საკუთარი ღვინის გამოშვებით გადაწვიტა.

20-მდე ბოთლი წარწერით “-20%“ უკვე ჩამოასხა. ამბობს, რომ ამ ფორმით საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება სურს.

“ყველა მოქალაქეს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა იმ რელობის მიმართ, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს, დაწყებული 90-იანი წლებიდან დღემდე. მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების მიმართ, რომელიც დღემდე გრძელდება“, - ამბობს ნიკა.

nika da misi gvino 20 procentit 1

ნიკას თქმით, მისი გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომმა განაპირობა. ამბობს, რომ ამ გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა სურს.

“ჩემი მცირე წამოწყება განაპირობა ზუსტად 2008 წლის აგვისტოს ომმა. მაშინ 14 წლის ვიყავი. მინდა, წვლილი შევიტანო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“

ნიკას იდეის განხორციელებაში საყვარელი ადამიანი დაეხმარა. 

nika da misi gvino 20 procentit 5

“დიდი ხანია, მსურდა საკუთარი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა, მაგრამ ბევრს ვფიქრობდი როგორი სახით განვახორციელებდი. ეს იდეა მე და ჩემს შეყვარებულს, ანუკას გაგვიჩნდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ღვინის ბრენდის დასახელებაზე ბევრი არ გვიფიქრია და მარტივად „-20%“ დავარქვით. ეს სახელი მოკლედ და კონკრეტულად ასახავს ჩვენს პოზიციას დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში“, -ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.

ნიკა ფიქრობს, რომ ღვინით საქართველოში ჩამოსული ტურისტები აუცილებლად დაინტერესდებიან და ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსულო ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთი გზავნილი იქნება.

“ღვინის წარმოება ოჯახური ტრადიციაა და ყოველ წელს რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს ვაყენებთ. რაც შეეხება „-20%“-ის სახელწოდებით ღვინის წარმოებას, 2018 წელს ჩამოვასხი. ღვინის წარმოებაში მეხმარება ჩემი ოჯახი და ანუკა რომელთან ერთადაც აქტიურად ვმუშაობთ.“

ნიკა მარკოზაშვილი უახლოეს მომავალში საკუთარი ღვინის გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთაც გეგმავს.

“რამდენიმე ბოთლი უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელს გადავეცი საჩუქრად, რომელსაც იდეა ძალიან მოეწონა და სავარაუდოდ “-20%“ უკრაინის ბაზარზეც მალე გამოჩნდება. ასევე გამოხმაურება მივიღე საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ასოციაციის წარმომადგენლისაგან, რომელმაც მთხოვა მიმეწოდებინა ღვინო საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისათვის“.

ნიკა ამბობს, რომ მომავალ წელს მისი ღვინის შეძენა საქართველოში, რამდენიმე მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

nika da misi gvino 20 procentit 3

 

Read 1398 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი