ჩვენ და ჩვენი ყოველდღიური ოკუპაცია

წერილები Written by  ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 08:36 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თეონა ფანქველაშვილი

2018 წელი, საქართველო:  - მსოფლიო ებრძვის ტერორიზმს, დიქტატურას. ცივილიზებული  ქვეყნები ცდილობენ განვითარებას, მშვიდობის დამყარებას, დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას და ამ ღირებულებებით ცხოვრებას.

საქართველო კი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა იმისათვის, რომ თავისუფალი ქვეყანა ყოფილიყო. მერე ამის შენარჩუნებისათვის უხდებოდა შრომა. 1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. პირველი, რაც გააკეთა განათლებას შეუტია და ის ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყნის კონსტიტიცია შექმნეს, განდევნა ქვეყნიდან. ზოგი კი სამაგალითოდ სიკვდილით, წამებით,  დაპატიმრებით დასაჯა.

1801 წელს რუსეთმა მოტყუებით დაიპყრო ეს ქვეყანა. ამის მერე შეუდგა ჩვენი იდენტობის განადგურებას. ცდილობდა თავს მოეხვია თავისი წეს ჩვეულება, რომელიც მანამდე ქართველი ადამიანისათვის მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო. ამას ისე მოხერხებულად აკეთებდა, რომ საბოლოდ მიზანს მიაღწია კიდეც.

თუმცა საქართველოში იბადებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამას სიტყვით, კალმით ებრძოდნენ და ინარჩუნებდნენ, ახსენებდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომ უნდა ებრძოლათ თავისუფლებითვის, განათლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისათვის.

ნანატრი თავისუფლება მოვიდა. დაგვიანებით, მაგრამ ის მაინც მოვიდა 1918 წელს და ამ სულ პატარა პერიოდში, სანამ საბჭოთა ჯარები ოკუპაციას მოახდენდნენ ქვეყნის, შექმნეს კონსტიტუცია. კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებთან თანხვედრით იქნებოდა შესაძლებელი ქართული იდენტობის არსებობა. მერე იყო მონობის 70 წელი. ამ დროს ქართულ იდენტობაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე საუბარიც ზედმეტი იყო. 26 წლის წინ კი საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა ეს ომი დღემდე გრძელდება. რუსული იმპერიალიზმი  ცდილობს ეს ბრძოლა წაგვაგებინოს და ამისთვის უკვე რბილი ძალის პოლიტიკას იყენებს. ამჯერად უკვე ქართული ეროვნული ღირებულებების და ერთმორწმუნეობის (ე.წ. „პრავასლავნიკობის“) სახელით.

აღარ ისვრიან ისე, როგორც 8 წლის წინ აგვისტოს ცხელ დღეებში ისროდნენ. აღარც ბომბებს ყრიან, მაგრამ  მოიწევენ წინ, მოიწევენ და არ ჩერდებიან ახლა „ბორდერიზაციას“ ახდენენ ქვეყნის და საზღვარს გიწესებენ. მერე რა,  რომ  მიწები, რომლის მოსავალიც ასაღებია, სახლები, საფლავები ყველაფერს ისაკუთრებენ. მერე რა თუ ამაზე მხოლოდ ჩურჩულით საუბრობენ , რომ არ გაღიზიანდეს „მეზობელი“ მერე რა ... ?!

ქვეყანა, რომელიც დასაჯეს საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებისათვის, რომლის დასავლური განვითარების გზა და მიღწეული პროგრესი სისხლით იქნა დროებით ჩახშობილი, რათა მომხდარიყო ამ ქვეყნის სრული განადგურება და გაქრობა, დღეს ჰიბრიდული ომის მეშვეობით ახორციელებენ ქვეყნის სრულ ოკუპაციას.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა თავისუფლებისთვის, რომლითვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი მშვიდად უყურებს  „ბორდერიზაციას“. ეგუება რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებას და ისევ სწამთ „ორი რუსეთის“ არსებობის.

რთულია უყურო  „ქრთველთა მარშს“  იმ ფონზე, როცა ხდება ჩვენი საქართველოს მიწების ანესია; იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და იმ ფონზე, როცა მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და დასასრული არ უჩანს.

მიუხედავად ამისა, ჩვენი სახელმწიფო, რაც მან დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიდი დრო არ გასულა, სულ რაღაც 26 წლისაა, და იბრძვის თავისი ტერიტორიების შესანარჩუნებლად და დასაბრუნებლად; იბრძვის ინდეტობის შენარჩუნებისთვის; იბრძვის დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად; იბრძვის თავისულფებისათვის.

სამწუხაროა, რომ დღეს ქართული იდენტობა არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს, თუმცა დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის ეს მხოლოდ გამოწვევა უნდა იყოს. გამოწვევა, რომელმაც უნდა გვაიძულოს ვიბრძოლოთ უფრო მეტად, რათა საბოლოოდ არ გაიმარჯვოს ძალამ, რომელსაც ქართული სახელმწიფოს გაანადგურებას  დაგვაკარგვინებს!

რუბრიკაში "წერილები" გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორის მოსაზრებას და შესაძლოა, მათ რადიო "მოზაიკას" რედაქცია არ იზიარებდეს. 

Read 1332 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი