12 წლის ნუცა ფურცელაძის შემოქმედება - ნახატები და ოცნებები

Rate this item
(0 votes)

12 წლის ნუცა ფურცელაძე პატარაობიდან ხატავს. ამბობს, რომ ეს ერთადერთი საქმეა, რომლის კეთებაც არ ბეზრდება.

ნუცა ფურცელაძე გორის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. საშუალო განათლების მიღების პარალელურად, ნუცა უკვე ოთხი წელია, ხატვას სწავლობს.

"4 წელია, რაც ვსწავლობ ხატვას, ნინო მირიანაშვილთან. შემიძლია საათობით ხატვა. ერთადერთი საქმიანობაა, სადაც დიდხანას ჯდომა შემიძლია."

nuca furceladze nawyevti dgiuridan 7

ნუცა ბავშვობაში საკუთარი ნახატებით ზღაპრის გმირების გაცოცხლებას ცდილობდა.

"ბავშვობაში ვხატავდი სიუჟეტებს, ანუ ზღაპრის ერთ ეპიზოდს, ლექსს, ლექსის თემას, პერსონაჟების ჩაცმულობას. მოკლედ, ზღაპრებს ვაცოცხლებდი."

nuca furceladze nawyevti dgiuridan 3

პატარა შემომქმედს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სახლების ხატვა მოსწონს.

"მინდა მქონდეს გამოფენა; „ სახელწოდებით ფერადი სახლების ქვეყანა“. ძალიან მიყვარს სახლების ხატვა. სახლი ჩემთთვის სიმყუდროვესთან და სიმშვიდესთან ასოცირდება".

nuca furceladze nawyevti dgiuridan 2

ნუცას ოცნებაა მხატვარ-დეკორატორი და რესტავრატორი იყოს.

"მინდა, რომ ძველ სახლებს და ნივთებს ახალი სიცოცხლე შევძინო. ვოცნებობ ვნახო ეიფელის კოშკი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. მინდა მქონდეს სახლი პარიზში, რომლის ფანჯრიდანაც დავხატავ საკუთარი თვალით დანახულ ეიფელს. ახლა მხოლოდ წარმოსახვით ვხატავ."

nuca furceladze nawyevti dgiuridan 1

 

Read 1555 times Last modified on კვირა, 30 დეკემბერი 2018 08:17

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი