8 წლის მარიამის შემოქმედება და ოცნება ბალერინობაზე

Rate this item
(0 votes)

8 წლის მარიამ ნოზაძე ნინო მირიანაშვილის სახელოსნოს ერთ-ერთი მოსწავლეა. ხატვას უკვე ორი წელია სწავლობს, თუმცა როგორც ამბობს, ამ საქმის მიმართ ინტერესი პატარობიდანვე აქვს.


„სახლში ყოველ საღამოს ისედაც სულ ვხატავდი და ვძერწავდი დედიკოსთან ერთად, შემდეგ დედიკომ გადაწყვიტა მივეყვანე ხატვაზე. ჩემი ხატვის მასწავლებელი ნინო მირიანაშვილი, ძალიან თბილია და საყვარელი. ისე გადის დრო ხატვაში, რომ ბავშვები ვერ ვიგებთ", - გვითხრა პატარა შემოქმედმა.

mariam nozadze berianidze ana 2


მარიამი სკოლა „ეის“-ის მესამე კლასის მოსწავლეა. სწავლის პარალელურად, მუდმივად ხატავს და ყველა ნამუშევარს ინახავს.


„არ ვიცი, ხატვის დროს რას ვგრძნობ, უბრალოდ როცა ხატვა მომინდება, ხატვას ვიწყებ. შემდეგ თუ გამომივიდა ნახატი და სხვებსაც მოეწონათ, ძალიან მიხარია. ჩემს ყველა ნახატს ვინახავ."

mariam nozadze berianidze ana 3


მარიამი გამოფენებშიც მონაწილეობს. ამბობს, რომ ძალიან უხარია, როცა ხალხი მის ნამუშევრებს ათვალიერებს.

„როცა გამოფენისთვის ვემზადები, მაშინ ნახატს 2 ან 3 კვირა ვანდომებ. ჯერ ჩემს ნინო მასწავლებელთან ერთად ვირჩევთ თემას, შემდეგ ნელ-ნელა მთავარ პერსონაჟებს ვხატავ, შემდეგ ფონს ვუკეთებ, ბოლოს ვაფერადებ... თუ გამოფენისთვის არ ვხატავ, მაშინ ნახატიც უფრო პატარაა და 1 კვირაში ვამთავრებ თავისი გაფერადებით, ხან კი სულაც არ ვაფერადებ და რასაც მინდა იმას ვხატავ."

mariam nozadze berianidze ana 4


მიუხედავად იმისა, რომ პატარა შემოქმედი ყველაზე ბევრ დროს ხატვას უთმობს, მომავალში მაინც ბალერინობაზე ოცნებობს.

‘’მხატვრობაზე არ მიფიქრია. ვხატავ იმიტომ, რომ მომწონს. ისე კი, ბალერინობაზე ვოცნებობ, თუმცა ბალეტზე არ დავდივარ“.

Read 649 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი