სამი რამ, რომელსაც საქართველოში არასდროს არაფერი ეშველება   

წერილები Written by  შაბათი, 05 იანვარი 2019 10:59 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ირაკლი ოქრუაშვილი

რით დამამახსოვრდა გასული წელი?

ძალიან ბევრი რამით. განსხვავებით სხვა წლებისაგან, 2018 წელი დახუნძლულ - დატვირთული იყო სამახსოვრო გარემოებებით. განსხვავებით სხვა წლებისაგან, 2018 წელმა მთელი ერი "დამჯდარი აკუმლიატორივით" დასვა საახალწლო სუფრასთან, იმდენად რთული წელი იყო პოლიტიკური მოვლენებით.

ორივე, როგორც ვიზუალური, ისე სმენადი მეხსიერებიდან, სამ - სამ მოვლენას გამოვარჩევდი.

სმენადმა მეხსიერებამ სამი ფრაზა დატოვა ჩემს გონებაში. აქედან ორი ქალბატონ პრეზიდენტს ეკუთვნის. პირველი - "საქართველოში სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო"; მეორე, ასევე ქალბატონი პრეზიდენტის ფრაზაა: "ჩვენ ერთად უნდა შევტყნათ ქართული ტრადიციები და ევროპული ცივილიზაცია" და მესამე, სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილის ხმით, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს და არამარტო ჩემს გონებაში: "გამარჯობა, მე ვარ ბიძინა ივანიშვილი. არ დარჩე სახლში, წადი არჩევნებზე და გააკეთე პრინციპული არჩევანი - შემოხაზე "ორმოზდარვა".

ვიზუალური მეხსიერებიდანაც, ასევე სამ გარემოებას გამოვყოფდი.

პირველი - ნიკა მელიას და პატრულ კუპატაძის თავებით შერკინება სოფელ ველისციხეში.

მეორე - ნირწამხდარი ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

და მესამე, რომელიც დარწმუნებული ვარ ვერავინ შეამჩნია. ორი იდიოტის საუბარი ყვარლის გადასახვევთან. ამ ორიდან, ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე ვინმე საბანაძე იყო, ხოლო მეორე ყოფილი შსს მინისტრი ბარამიძე. რატომ ასე მკაცრად და თან იდიოტიო, მკითხავთ. 

ახლავე აგიხსნით: 

ბავშვობის კომპლექსები ყველა ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. ზოგს სათამაშო ავტომატი არ უყიდეს, ზოგის ბავშვობისას სათამაშო რაციები არ არსებობდა და ამით გამოყოლილ კომპლექსებს დიდობისას იბალანსებენ, მაგრამ, როდესაც ამას თანამდებობის პირი აკეთებს, ის იდიოტია. და რატომ მაინც და მაინც ეს ორი? იმიტომ, რომ როდესაც საბანაძე და ბარამიძე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, საბანაძეს ყურში რაციის "პეტლიჩკა" ეკეთა და ამით იმაღლებდა თავის ეგოს. ეგ იმდენად საინტერესო არაა, რამდენადაც ის, თუ ვინ ეძახდა მას რაციაზე და მისი "პაზივნოი" რა იყო, "ქლიბი"?

რატომაა ბარამიძე მისნაირი იდიოტი? იმიტომ, რომ როდესაც მინისტრად დაინიშნა, მთავრობის პირველივე სხდომაზე რაციით მოვიდა. სხდომა, რომ დამთავრდა, კუთხეში გავიდა და რაციას რაღაც ჩასძახა. მხოლოდ მესამე სხდომისას მივხვდი ვის და რატომ უკავშირდებოდა. ტექსტი ასეთი იყო: "დედაა, მორჩა სხდომა, მოვდივარ, საჭმელი გამიცხელე".

2018 წლის დასკვნებს კიდევ ერთი დავუმატე. სამ რამეს, არასდროს, არაფერი ეშველება საქართველოში:

"ქართულ ოცნებას", ავიაკომპანია "აირზენას" და ერის დაახლოებით 40 პროცენტს.

Read 2796 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი