სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გორელი დეპუტატი - ვასილ ეგნატაშვილის ისტორია

Rate this item
(0 votes)

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვასილ იაკობის ძე ეგნატაშვილი 1888 წელს გორში დაიბადა.

იზრდებოდა გლეხის ოჯახში, ბავშვობისა და ახალგაზრდობის გატარება ისეთ პერიოდში მოუწია, როცა რევოლუციოური მოძრაობა ფართოდ იყო გავრცელებული. ვასილ ეგნატაშვილი და რამდენიმე სხვა რევოლუციურად განწყობილი მოსწავლე თბილისის მე-3 გიმნაზიის მე-6 კლასიდან გარიცხეს. უმაღლესი განათლება კიევის უნივერსიტეტში, ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე მიიღო. ვასილ ეგნატაშვილი აქაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ წრეებს. 

1913 წლის ივლისში ვასილ ეგნატაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვევს. ციხეში 4 თვე გაატარა, შემდეგ კი 3 წლით ხარკოვში გადაასახლეს. ეგნატაშვილმა აქაც მოახერხა ასპარეზის პოვნა და ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა. ისევ ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, პარალელურად მუშაობა დაიწყო ფოლადჩამოსასხმელ ქარხანაში.

1917 წლიდან ვასილ ეგნატაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. მუშაობა გორის უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო, თუმცა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის მიღება არ შეუწყვეტია. 1913 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი.

1919 წელს ეგნატაშვილმა გადაწყვიტა თბილისის უნივერსიტეტშიცი მიეღო განათლება, სადაც 1921 წლამდე ისწავლა.

1922 წლიდან ეგნატაშვილი უკვე აქტიურად ჩაება პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობაში. იგი ასწავლიდა თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმში, ერთი წელი ასწავლიდა თელავის ტექნიკუმშიც. ეგნატაშვილი ლიტერატურულ მოღვაწეობას პარტიულ გამომცემლობებში განაგრძობს და რედაქტორად “კოლექტივიზაციის“ რედაქციაში მუშაობს.

1927-დან 1930 წლამდე ეგნატაშვილი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ორგანოს გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მუშაობდა თანამშრომელ-მთარგმნელად.

1935 წლის ივლისიდან ეგნატაშვილი გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილეა. 1938 წლის 21 მაისიდან დამტკიცებულია საქართველოს სსრ ცენტარლური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მოვალეობის აღმასრულებლად.

 

ფოტოზე ვასილ ეგნატაშვილი მეუღლესთან, მერი ბურდულთან და ვაჟიშვილთან კობასთან ერთად (1949 .)

Read 241 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი