ჯავის ხეობა მაია ბოლაშვილის მოგონებებში

Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ბოლაშვილი

არ მახსოვს და არც ვიცი, ვისი ნათქვამია "დრო სუნთქვასავით ფერ გადასულიო", თუმცა რაც წლები გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ცხოვრება მართლაც სულ ერთი წამია, - ერთდროულად მშვენიერი, ულმობელი, სუნთქვაშემკვრელიც და გულისდამწყვეტიც...

ეს ფოტოები დიდი ხნის წინათ არის გადაღებული ჯავის საოცრად ულამაზეს ხეობაში, სადაც ძალიან ხშირად მივყავდით მამაჩემს, ზაფხულობით, თავის ოს და ქართველ მეგობრებთან ერთად. მახსოვს, როგორი სიყვარულით, უდიდესი პატივისცემითა და გულითადობით ელოდნენ ჩვენს იქ სტუმრობას, _ ჩვენი ძმა ჩამოვიდაო, - ასე ეტყოდნენ ხოლმე ერთმანეთს, იშლებოდა სუფრა, ვახტანგურად ისმეოდა "ვასტერჯისა" და მარადიული, ერთგული მეგობრობის სადღეგრძელოები. სტუმარ-მასპინძლობასა და ურთიერთსიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მამაჩემი და მისი ხეობელი მეგობრები.

mm

ისეთი მადლიანი ქართული, როგორითაც მამაჩემის ცხინვალელი მეგობრები მეტყველებდნენ, ჯერაც არსად მსმენია. ჩვენი სოფლის სახლის აივნიდან ხშირად ისმოდა ქართული "მრავალჟამიერის"და "ჩაკრულოს" ტკბილი ხმები. ახლაც თვალწინ მიდგას მამაჩემის სასურველი სტუმრების მოლოდინის სიხარულით გაბრწყინებული სახე, მისი მოუსვენრობა და ფაცი-ფუცი.

ეს ფოტოც ერთი იმ უბედნიერესი, ტკბილი და თბილ დღეების გახსენებაა, ჩემი ლაღი ბავშობისა და ქართველ და ოს ხალხთა დიდი ძმობის კიდევ ერთი დასტური. ჩემი ძმის, თუმცა ბავშური გულუბრყვილობით, მაგრამ ამაყად გაშლილ ხელზე უნებლიედ მახსენდება: "სჯობს რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზიო". და ახლაც, როცა "ლოცვას სამშობლოსა და მისი მთლიანობისათვის" ვკითხულობ, ჩემდაუნებურად ის ადამიანები მახსენდება, ერთ დროს სიყვარულისა და მეგობრობის სადღეგრძელოს ყანწიდან წვეთშეურჩენლად, სულმოუთქმელად რომ ცლიდნენ...


მრავალჟამიერ შენს დიდებას, ჩემო ქვეყანავ! მრავალჟამიერ!

Read 1612 times Last modified on შაბათი, 10 თებერვალი 2018 12:59
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი