რა არის საჭირო ცხოველების და ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის

წერილები Written by  შაბათი, 19 იანვარი 2019 13:17 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ირმა მთიულიშვილი

ბოლო პერიოში საგრძნობლად შეიცვალა მდგომარეობა ცხოველებთან მიმართებაში.

ამ მხრივ, ადამიანების კატეგორიები იყოფა რამოდენიმე ჯგუფად: ერთნი რომელნიც ცხოველთა მოყავრულებად გვესახებიან და მაქსიმუმს აკეთებენ მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მეორე ნაწილი, რომელიც ცხოველს მხოლოდ აღიქვამს ჩველებრივ სულიერად, ოჯახის მცველად, შვილების დროებით გამრთობად და ასევე, ნაწილი, რომელიც საკმაოდ აგრესიულად გამოიკვეთა ცხოველების მიმართ.

ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო არსებობენ ადამიანები, რომლებიც აიგივებენ ადამიანებს და ცხოველებს, რომ მათ გარშემო უამრავი მშიერი და გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, ან არსებობენ ადამიანები, რომელთა სიცოცხლე საკმაოდ დაუცველია. ამიტომ ამ მძიმე ფონმა შექმნა დამოუკიდებლად მოყვარული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად საუბრობენ ცხოველებისა და ადამიანების ერთად არსებობის საკითხებზე, ხარჯავენ უამრავ დროს და მუშაობენ ცნობიერების ამაღლებისთვის - ქუჩებში, დასახლებებში, სოციალურ ქსელში, და აძლევენ უამრავ მაგალითებს, თუ როგორ უვლიან და აყავთ ქუჩიდან ცხოველები და ამ ყველაფერს მართლაც ჭირდება პიარი, რომ სიკეთე და ჰუმანური ნაბიჯები გახდეს მისაბაძი და სხვებმაც ისწავლონ, თუ როგორ შეიძლება ქუჩის ცხოველების გადარჩენა სხვა ევროპულ ქვეყნებში და ასევე საქართველოს რეგიონებში.

საქმე ისაა, რომ პიარი ხშირ შემთხვევაში მიმბაძველობაზე საკმაოდ კარგად მოქმედებს. ამ ყვეაფერთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა, შეიცვალოს კანონმდებლობა, შეიქმნას ადგილობრივი, ქალაქებში მოქმედი კანონები, რეგულაციები, რომელიც დააარეგულირებს ყველა ჩამოთვლილ საკითხებს: ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება ცხოველთა ჰუმანურ საკითხებზე. ამ მხრივ, რადიკალურად შეიცვლება ადამიანების დამოკიდებულება იმ სულიერ არსებებზე, რომლებიც საუკუნეების წინ მოიშინაურა და აიღო გენეტიკური ვალდებულება მათი სიცოცხლის გაფრთხილებისთვის.

მეტად მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას არასრულწლოვან ბავშვებში ფობიები, შიში ცხოველების მიმართებაში, სასტიკი და ძალადობის შემცველი მოპყრობა მათ მიმართ: მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ხშირია ცხოველზე მოძალადე არასრულწლოვანი ბავშვები და შეიქმნას კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს, ცხოველების უფლებებს, ანუ დაეკისროთ კანონით მინიჭებული სანქციები მოძალადე არასრულწლოვან ბავშვებს, ანუ მათ მხრიდან სასტიკი მოპყრობა ცხოველების მიმართ, უნდა ჩაითვალოს დანაშაულად და მოხდეს მათი რეაბილიტაცია ფსიქოლოგების ჩარევით და მშობლების პასუხისმგებლობის აღება კანონის თანახმად.

ქვეყანაში, სადაც ცხოველთა უფლებები არის დაცული, არის თითქმის მაღალ საფეხურზე, ეკონომიურად ძლიერ და მდგრად დონეზე და ამ ქვეყნებში მნიშვნელოვნად არს გაზრდილი ადამიანების უფლებებიც. აუცილებელია, რომ არ იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვან ბავშვებზე ძალადობის შემცველი კადრების აფიშირება.

ასევე, უნდა მოხდეს ცხოველების აღრიცხვიანობა, რაც შეიძლება სწრაფად და მოხდეს დარეგისტრირება პატრონიანი კომპანიონი ცხოველების. ამ ყველაფერთან ერთად, სახელმწიფომ პარალელურად უნდა შექმნას დამცავი კანონები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრებ და პატრონიან ცხოველების უფლებებს დაიცავს, უნდა დატრენინგდეს სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის ხელმძღვანელები, მასწავლებლები, პოლიციელები, მოსწავლეები, მშობლები, სახელმწიფო მოხელეები და ასევე, ხელი უნდა შევუწყოთ რეგიონებში ვეტერინარიის, კინოლოგიის განვითარებას.

xugebi irma mtiulishvili blogi

 

ჩენი ყოვედღიური მუშაობა, ანუ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხდება მუდმივ რეჟიმში. 

მოგეხსენებათ, რომ ბავშვობიდან ცხოველების გარემოცვაში გავიზარდე და არაერთხელ გავხდი ცხოველის გადარჩენა-არგადარჩენის მომსწრე, ამით რადიკალურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემს ძველ პროფესიაზე და მთლიანად ჩავები ცხოველების გადარჩენის საკითხებში - რეგიონში შევქმენი ვეტერინარული კლინიკა, რომელმაც უამრავი ქუჩის და პატრონიანი ცხოველი გადაარჩინა და აღმოაჩინა უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ცხოველებზე ზრუნვითაა დაკავებული.

თავდაპირველად, 2014 წელში შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია - ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაცია. სამი წლის თავზე შეიქმნა ვეტერინარული კლინიკა „მარკო“ და რეგიონში მეტად მნიშვნელოვანი გახდა ჯიშიანი ცხოველების კლუბის არსებობა, რომელიც ხელს უწყობს სწორ სელექციას, შეჯვარებებს და კიდევ ერთხელ ხელს უშლის ქუჩაში მცხოვრები ცხოველების გამრავლებას. ასევე, მაქიმალურად დავიხარჯეთ და ვიმუშავეთ, და გავხდით "აწარმოე საქართველოს" გრანტის მფლობელები. ამ ეტაპზე კლინიკას და კლუბს შევმატეთ პორტატული ექოსკოპიიის აპარატი და ცხოველთა აღრიცხვისთვის მეტად მნიშვნელოვანი პორტატული დასაჩიპი სკანერი, და დაიწყო კლუბმა და კლინიკამ ბაზაში ცხოველების დარეგისტრირება.

ჩვენი კლინიკა ერთადერთია რეგიონში, რომელმაც მაქსიმალურად ერთად მოათავსა ის, რაც რეგიონს სასწრაფო წესით ესაჭიროებოდა. კლინიკა დავაკომპლექტეთ ადამიანებით, რომლებიც მუდმივად ტრენინგდებიან და იმაღლებენ კვალიფიკაციას შესაბამის დაწესებულებებში, ასევე, ჩვენთან ხდება ცნობიერების ამაღლება - 2018 წელში დავატრენინგეთ და პრაქტიკული განათლება მივეცით დაახლოებით 15 ფერშალს უსასყიდლოდ, რათა ქალქებსა და სოფლებში მოხდეს მეტი კომპანიონი ცხოველის გადარჩენა და სწორი სელექცია.

cuga da gatboba da patroli irma

სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა ააიღოს მასობრივ სტერილიზაცია-კასტრაციაში, ვაქცინაციაში და მიმკედლებლის სტატუსის მქონე ადამიანების აღმოჩენაში, უნდა წაახალისოს მიმკედლებლის სტატუსის მქონე ადამიანები, შექმნას ადგილობრივი დამცავი რეგულაციები, ანუ სხელმწიფომ ხელი უნდა შეუწოს ცხოველების გადარჩენის საკითხებს და უფრო დეტალურად და ღიად გაიწეროს ნებისმიერი საკითხი და მაქსიმალურად ღიად უნდა იმუშაოს ისეთ ადმაიანებთან, ვისაც ეს პრობელმები აწუხებს. მან უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები და მეტად ფაქიზად უნდა შექმნას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების გზები. ეს უკვე სასწრაფოა.

Read 1055 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი