როგორი იყო გორი ორი საუკუნის წინ - 10 საინტერესო ცნობა

გაიხსენე ისტორია Written by  პარასკევი, 25 იანვარი 2019 12:42 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მეცხრამეტე საუკუნეში გორი იყო ჩვეულებრივი, პროვინციული სავაჭრო-ადმინისტრაციული სააზრო ქალაქი, - ვკითხულობთ ბუხიკაშვილის პუბლიკაციაში "გორის თეატრი."

1965 წელს გამოცემულ წიგნში გორის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ცნობებსაც ამოიკითხავთ.

რადიო "მოზაიკა" ამჯერად გთავაზობთ 10 საინტერესო ცნობას იმის შესახებ, თუ როგორი იყო გორი ორი საუკუნის წინ.

1. 1865 წელს გორში 5 054 ადამიანი ცხოვრობდა. 

2. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, გორში 1 399 სახლი იდგა, აქედან 10 სახაზინო. სახლები დიდწილად ერთსართულიანი იყო. 

როგორი იყო გორი 2 საუკუნის წინ - 10 საინტერესო ცნობა 3
3. გორში არ იყო სახანძრო რაზმი. ქალაქს მხოლოდ ერთი სახანძრო მილი ჰქონდა შეძენილი, რის გამოც ხანძრის შემთხვევაში, ძნელი იყო რაიმე ეფექტური ზომების მიღება. 


4. 1876 წელს გორში დაწესდა ქალაქის თვითმმართველობა. 1860 წელს თვითმმართველობის ბიუჯეტი 26 000 მანეთი იყო. 


5. ქალაქში არ იყო მაგარი ხიდი - აკეთებდნენ ხის ხიდებს, რომლებსაც წყალდიდობის დროს მტკვარი იტაცებდა. 


6. იყო ბორანიც და ისიც არაერთხელ გაუტაცია ადიდებულ მდინარეს. 

როგორი იყო გორი 2 საუკუნის წინ - 10 საინტერესო ცნობა 4
7. წყალდიდობისას ლიახვი კალაპოტს იცვლიდა და ბევრჯერ მთავარი ქუჩაც (მაშინდელი ლენინის და ამჟამინდელი სამეფოს ქუჩა) წაულეკავს. 


8. მოსახლეობა სასმელად ხმარობდა მტკვრის და ლიახვის წყალს, ან ჭის წყალს. 


9. გორში 1881 წელს სულ იყო 800 მოსწავლე და 40-მზე მასწავლებელი. 


10. ქალაქში იყო 60-ზე მეტი სამიკიტრო.

როგორი იყო გორი 2 საუკუნის წინ - 10 საინტერესო ცნობა 6

Read 2000 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი