პეიზაჟების მაძიებელი

წერილები Written by  შაბათი, 26 იანვარი 2019 07:44 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

რადიო ,,მოზაიკამლაგოდეხზე ბლოგის დაწერა მთხოვა, როგორც მოზაიკას დირექტორმა, გვანცა დოლუაშვილმა მითხრა, მოტივაცია, ჩემთვის ბლოგის დაწერა ეთხოვა, ჩემი ფოტოებია, რომელსაც მობილურით ვიღებ და ასე ერთკვირიანი პერიოდულობით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვაქვეყნებ. დიახ, მე ,,პეიზაჟების მაძიებელივარ და სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ ქვეყანაში ჩემისთანა ძალიან ცოტა ცხოვრობს.

 გორიდან ლაგოდეხში წამოსვლა, დიდწილად პეიზაჟების ძიებას უკავშირდება. მომწონს ტყე, მთა, მათი ერთობლიობა, მზის ჩასვლა, ტყიან მთაზე ნაწილობრივ გადაფარებული ღრუბლები, რომელიც ლანდშაფტს შუქ-ჩრდილად დასთამაშებს, შემდეგ, ასე ორ-სამ წუთში ღრუბლები ფორმას იცვლიან, ამის მიხედვით იცვლება სინათლის წერტილი, ჩრდილების პოზიცია, განათების სიმკვეთრე და ვიღებთ სრულიად განსხვავებულ პეიზაჟებსპეიზაჟების ძიება და მათი სიყვარული იყო მიზეზი, რის გამოც ლაგოდეხის საბაზრო და საფასო მოცემულობის გათვალისწინებით, საკმაოდ ძვირადღირებული ბინა (4 ოთახიან ბინაში ვცხვრობ 1 ადამიანი) ვიქირავე, საიდანაც ლაგოდეხის ნაციონალური პარკის პანორამა 180 გრადუსიანი კუთხით იშლება.

xedi giorgi edsherashvili foto radio 123

giorgi lagodexi foo blogi 189

 აქ ყველაფერია კვალიფიციური მარკეტოლოგების, კრეატიული მენეჯერების, პიარშიკებისა და სარეკლამო აგენტებისთვის. აქაურობა სავსეა მისტიკით, მთებსა და ტყეებში ჩაკარგული უძველესი ისტორიული ნაშთებით, რომელიც შესაძლებელია შეფუთო და ძალიან, ძალიან ძვირად გაყიდო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ის ქვეყანა ვართ, სადაც კარგი პროფესიონალი უდიდესი ფუფუნებაა. ცოტა ხანში ლაგოდეხს ხის კენწეროების ბილიკი ექნება. 500 მეტრის დიამეტრია, 30 მეტრამდე ნაკრძალში განთავსებული ბილიკისებური კონსტრუქცია, რომელიც ხის ფესვებიდან დაიწყება და კენწეროებამდე ავა, დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, ხის ფესვებიდან გაეცნოს მთელს ეკო სისტემას, გზად კაფეტერიაში ყავა დააგემოვნოს, ბილიკის შუა წელში არსებული სივრცეები კი სხვადსხვა შეხვედრის, ტრენინგისა თუ კონფერენციის ჩასატარებლად გამოიყენოს.

gza giorgi foto radio blogi 765

 

giorgi edisherashvili peizajebis madziebeli 7

ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებამნიშვნელოვანია მოხდეს არსებული რესურსის სისტემატიზაცია, მარკეტინგულად დამუშავება, თარგმნა, ილუსტრირება და მისი გავრცელება, როგოც ვებ.გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებშიდიახ, ადგილობრივი მთავრობების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს სწორედ ამ სეგმენტის განვითარება უნდა წარმოადგენდეს. როგორც ლაგოდეხს, გორსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი კარგად გაყიდოს საკუთარი გეოგრაფიული და მატერიალურ-კულტურული ან თუნდაც არამატერიალური რესურსი, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პირდაპირ პროპორციული იქნება. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ატენის ხეობა, სადაც ძალიან სუსტი დინამიკით მიმდინარეობს მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარება, თუმცა სასტუმროდან და მარნიდან გამოსულ ადამიანს, გარდა ისტორიული ძეგლებისა, რომელთაგანაც გამორჩეულია VII საუკუნის ატენის სიონი, არაფერი არ ხვდება. ამას წინათ ლაგოდეხში ჩამოსულ ტურისტებს გაუავდრდათ და ,,შავი კლდეების ტბისკენვეღარ წავიდნენ, რის გამოც მთელი დღის გატარება საოჯახო სასტუმროში მოუხდათ, იმის გამო, რომ ქალაქში სხვაგან წასასვლელი, რომელიც შეიძლება მძაფრ შეგრძნებებს, საინტერესო დასვენებას, კარგ მუსიკას ან სხვა გასართობს უკავშირდებოდეს, არ არის.

giorgi peizaji lagodexi 15

wyaro giorgi edisherashvili foto peizaji radio

giorgi edisherashvili peizajebis madziebeli

დავიწყე პეიზაჟებიდან, მოვყევი საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ატენს, ტურისტებს და ვუბრუნდები ისევ პეიზაჟებს. პეიზაჟებითვე მინდა შევკრა ჩემი ბლოგი და ვიმედოვნებ, ამ ტექსტის მორალიც გასაგები იქნება.

როგორც თავში აღვნიშნე, გვანცა დოლუაშვილმა, რომელიც მართალია ძალიან საინტერესო გორის სათემო რადიოს ხელმძღვანელობს და არა რადიო BBC-ის, ჩემი . ბიუჯეტური სმარტფონით გადაღებული პეიზაჟები ნახა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, ჩემთვის ბლოგის დაწერა შემოეთავაზებინა. ეს ყველაფერი ციფრულ  სივრცეში მოხდაამ პოსტსაც ციფრულ გარემოში ეცნობით. სჯობს, ჩვენც შევიტანოთ წვლილი ქვეყნის გაციფრების საშვილიშვილო საქმეში და გავუზიაროთ სამყაროს ქართული პეიზაჟები. ვიცი, ბევრია ჩემსავით პეიზაჟების მაძიებელი, რომელიც აუცილებლად დაინტერესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებითატენის ხეობით და სხვა წარმტაცი პეიზაჟებით, რომელიც თავზე საყრელად მოგვეპოვება

peizajebis madziebeli giorgi edisherashvili 6

იმასაც გეტყვით, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ჩემს ფოტოებს ხშირად 100 - ზე მეტი გაზიარება და რამდენიმე ასეული მოწონება აქვს.ეს იმ დროს, როდესაც არასდროს არც ერთი ფოტო არ გამირეკლამებია და ეს იმ მიკრო სოციუმში, რომელსაც ჩემი მეგობრები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ვივარაუდოთ, რომ თუ მაგალითად, ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციები და ხელისუფლება, ყურადღებას მიაქცევს გორში ატენის ხეობის, კასპში რკონის ხეობის, ქარელში ძამას ხეობის, ხაშურში კი სურამის არაჩვეულებრივი კლიმატის და სილამაზის მქონე ზონების კარგად შეფუთვას და მათ სხვადსხვა სეგმენტისთვის, მათ შორის უცხოური ჯგუფებისთვის მიწოდებას, ვებ.გვერდის, ტვიტერის, ინსტაგრამისა თუ ფეისბუქის საშუალებით, მხოლოდ მოგებული დარჩება! სხვა შემთხვევაში, კი ბატონო, განვითარების დინამიკა პოზიტიური იქნება, მაგრამ არა იმდენად სწრაფი და ეფექტური რამდენადაც ამას ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა ითხოვს.

. მათ კი, ვინც ჩემი პოსტის მიმართ სკეპტიკურად განიმსჭვალეთ, გეტყვით რომ თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ პეიზაჟები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ეკონომიკას ვერ უშველის, ეს კომპლექსური პროცესია, მაგრამ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში მთლად უამისობა რომ არ/ვერ იქნება, ალბათ ამაში მაინც დამეთანხმებით.

giorgi edisherashvili peizajebis madziebeli 1

Read 468 times Last modified on შაბათი, 26 იანვარი 2019 08:36

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი