როგორები იყვნენ გორელები 2 საუკუნის წინ

გაიხსენე ისტორია Written by  სამშაბათი, 29 იანვარი 2019 07:46 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოხერხებულნი, ახოვანნი, ენამოსწრებულნი და გულადნი - ასე ახასიათებდნენ 2 საუკუნის წინ გორში მცხოვრებლებს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, იმ დროისთვის ქალაქში 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

ავთანდილ თუმანიშვილი მათ შრომის მოყვარეებად, მარდებად და ენამოსწრებულებად ახასიათებს. ნაშრომში "აღწერილობა ქართული ქალაქს გორისა" ის წერს:

"ისინი ცხოვრობენ ურთიერთთან თანხმობით და ერთსულოვნად. არიან შრომის მოყვარენი, მარდნი და მოხერხებულნი. ტყუილსა და გაუტანლობას მეტისმეტად გაურბიან, არიან შემწყნარებელნი - თვინიერ ფლიდობისა; ბედნიერნი - თვინიერ ქედმაღლობისა; უბედურნი - თვინიერ სასოწარკვეთილებისა."

თუმანიშვილი ამბობს, რომ გორელები ხალხთან ურთიერთობისას თავაზიანნი, მეგობრულები და მხიარულნი ყოფილან.

"საზოგადოებაში - თავაზიანნი, მეგობართმოყვარენი, მხიარულნი; ბრძოლის ველზე - გულადნი, შემართებულნი და შმაგნი. დაბოლოს, გაბედულნი და უშიშარნი, სიტყვამოსწრებულნი და ენამეტყველნი".

თუმანიშვილის შეფასებით, გორელებს სახეზე ამპარტავნების იერი დასდევთ.

"ერთი რამ შეიძლება ჩავთვალოთ მანკიერებად - ბევრი ლაპარაკი უყვართ, თუმცა ამ შემთხვევაშიც უგუნურს არას იტყვიან. სახეზე ოდნავ ამპარტავნების იერი დევთ".

ამავე თემაზე: სად და რითი ერთობოდნენ გორელი ქალები 2 საუკუნის წინ

თუ თუმანიშვილს დავუჯერებთ, გარეგნულად გორელები დიდნი, მკვრივნნი და ახოვვანი იყვნენ.

"ტანით - დიდნი და მკვრივნი. სანახაობით - დარბაისელნი და ახოვანნი. იცმენ ქართული ჩვეულების წესზე, თანაც სუფთად და საკადრისად."

ნაშრომში, რომელიც 1816 წელს გამოქვეყნდა, თუმანიშვილი წერს, რომ გორელები ქალაქს საკუთარი საქმიანობით და ნამუშევრებით ალამაზებდნენ.

"ჩემს მიერ აღწერილ ქალაქში ბევრი ოსტატია მას რომ აყვავებენ და ამშვენებენ თავიანთ ხელნაქნარით. როგორიცაა სხვადასხვა აბრეშუმეული და ბამბეულის ქსოვილებისა, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობათა, ყოველგვარი იარაღისა, რკინისა, სპილენძისა და სხვა ლითონების ნაჭედობათა გამოყვანა, სახლებისა და სხვა შენობების აგება, სხვა და სხვა სურათების ხატვა, ძერწვა და სხვა."

იმ პერიოდისთვის, ქალაქში 1 5000-მდე სახლი იდგა.

ამავე თემაზე: როგორი იყო გორი ორი საუკუნის წინ - 10 საინტერესო ცნობა

Read 571 times Last modified on სამშაბათი, 29 იანვარი 2019 18:47

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი