მიტრას მარანი - ღვინის დაყენების ისტორია ატენიდან

Rate this item
(0 votes)

 

„ეს ჩვენი ოჯახური საქმიანობაა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს“, - გვეუბნება სოსო ლოთიშვილი.

 

სოსო სოფელ ატენში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი წინაპრები ღვინის დაყენების ტექნოლოგიას სრულყოფილად ფლობდნენ. თავადაც მათგან ბევრი რამ ისწავლა.

„სამი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, თეთრი „ატენური“, რომელიც დგება „ ჩინებული“ ყურძნისგან და „გორული მწვანეს“ ნაზავისაგან, პროპორციაში, 70% „ ჩინებული“ და 30% „გორული მწვანე“. ვაყენებთ ჭაჭის გარეშე. ასევე ვაწარმოებთ „თავკვერს“ - ეს ადგილობრივი ყურძნის ჯიშია და გვაქვს კიდევ „პინო“, რომელიც შედარებით ცოტა გვაქვს და მხოლოდ ტურისტებზეა გათვლილი“, - ამბობს სოსო.

სამივე სახეობის ღვინო „მიტრას მარანში“ მზადდება. მარანი 1952 წელს ააშენეს. მარნის შუაში უზარმაზარი საწნახელია, რომელსაც 6 ტონა მოცულობა აქვს და მთლიანად თლილი ქვით არის მოპირკეთებული.

mitras marani nawyveti dgiuridan  3

„მარანი ააშენა პაპამ 1952 წლებში, ადგილობრივი გათლილი ქვით. ეს სახლი და მარანი პაპისეულია,დიმიტრი ლოთიშვილი, მაგრამ სოფელი მიტრას სახელით იცნობდა, მომწონდა ეს სახელი და დავარქვი მარანს. საწნახელი 6 ტ ტევადობისაა, ამხელა საწნახელი აქ არავის აქვს“, - გვიყვება სოსო ლოთიშვილი.

„მიტრას მარანმა“ ტურისტული დატვირთვა 2009 წლიდან შეიძინა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი მარნით დაინტერესდა გორის გამგეობა, ტურისტული განყოფილების წარმომადგენლები გვესტუმრნენ თბილისის არასამთავრობოს წარმომადგენლებთან ერთად. გადაიღეს სურათები და ერთ თვეში დამიკავშირდნენ, ტრნენინგები შემომთავაზეს, ღვინის ტურიზმთან დაკავშირებით. ჩავერთეთ მეც ჩემი მეუღლეც, ორი თვე ვიარეთ და მივიღეთ სერთიფიკატები. ამის შემდეგ დაინტერესდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია GIძ, რომელმაც გრანტი მოგვცა. მოვაწყეთ ეზო და ხეივნები გავმართეთ”.

ლოთიშვილებმა პირველი საკუთარი ღვინო 2014 წელს ჩამოსახეს. თუმცა, მცირე რაოდენობით.

mitras marani nawyveti dgiuridan  4

„პირველად ჩვენი ღვინო 2014 წელს ჩამოვასხით, ამის სემდეგ 2018 წელს, ეს იყო მცირე რაოდენობის და საჩუქრებად გავეცით. ახალა გვინდა ჩამოვასხათ, უკვე დიდი რაოდენობით და შევთავაზოთ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მომხმარებელს და ჩავუშვათ გაყიდვაში“, - ამბობს სოსო.

ბევრისაგან განსხვავებით, ლოთიშვილები ღვინოს ქვევრში აყენებენ.

„ჩვენს ოჯახს შემონახული აქვს ქვევრის კულტურა, ქვევრში ვაყენებთ ღვინოს, რომელიც მოთხოვნადია და განსაკუთრებით მოწონს სტუმარს. ღვინოს მოყვება თიხის გემო, რომელიც განსაკუთრებულია“.

„მიტრას მარანი“ ტურისტული დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იმ გზამკვლევშია, რომელიც სტუმრებს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ურჩევს. სამი სახეობის ღვინო 6 ტონა მოცულობის საწნახელში იწურება.

„ჩვენი მარანი ჩართულია ტურისტული დეპარტამენტის ნუსხაში, მოდიან ტურისტები ღვინის დეგუსტაციის მიზნით. ვხვდებით ყველით პურით, წნილით. არის შეკვეთები, როდესაც რესტორნის სტილს ვთავაზობთ.ჩვენთან სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ვაწარმოებთ ჩანაწერთა წიგნს, სადაც ძირითადად მადლობის წერილებია“.

mitras marani nawyveti dgiuridan  2

სოსო იმედი აქვს, რომ მის საქმიანობას მისი შვილი გააგრძელებს.

„ეს ოჯახური საქმიანობაა, რომელიც ძალიან გვიყვარს, მომავალში გააგრძელებს ჩემი შვილი, დიმიტრი ლოთიშვილი, რომელიც ასევე ინტერესით ეკიდება ამ საქმეს, სწავლობს ღვინის ტექნოლოგიას. ახლახანს აწარმოე საქართველოს პროექტი მოიგო, ჭურჭელი შემოვიტანეთ, ჩამოსასხმელი აპარატურა, სახუფი, სახუფი, გასაფილტრი“, - აბობს სოსო.

„მიტრას მარანმა“ არაერთ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

„ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალში, გვაქვს სერთიფიკატებიც, რომელიც მარნის კუთხეს ამშვენებს. ახლა ვართ მიწვეული ექსპო ჯორჯიას გამოფენა გაყიდვაზე“.

 

Read 1334 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი