ცნობილი მწერლების ლექსები გორის სოფლებზე

გაიხსენე ისტორია Written by  სამშაბათი, 29 იანვარი 2019 13:10 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ატენი, უფლისციხე, კარალეთი - ეს ის სოფლებია, რომელთა სახელებს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ლექსებში ვხვდებით.

რადიო "მოზაიკა" გთავაზოვთ გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო სამადაშვილის და მურმან ლებანიძის ბევრისთვის საყვარელ ლექსებს. 

galaqtion tabidze da goris cixe

კარალეთის დღეები

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა.

 

murman lebanidze ufliscixe

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის?~ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

niko samadashvili leqsi ateniii

ატენის სიონი

დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა
პირქუში, როგორც ამაოება.
შეხიზნებოდა მთებს ქურდებივით
გამოქვბული და მყუდროება.

სქელი ნისლები მდორედ ხრჩოლავდნენ,
ყრუდ ჭრიალებდა ხევის ანჯამა.
ვარსკვლავნი ისე მოსჩანდნენ ღამე,
თითქოს ზეცა ჩრჩილს ამოეჭამა.

უფლის ნათელი დაბარბაცებდა
გაუთენარი გზების ბოლომდე.
კერპები თვლემდენენ გაღმით ბორცვებთან,
ჟამს რომ კივილით ჩამოჰყოლოდნენ

დრო იყო, როცა ბნელ სასუფეველს
მდინარე ტანა ჩაუდიოდა,
საიქიოდან წუთისოფელი,
როგორც მამალი, ისე ყიოდა.

სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი,
ხელში ხატები ეჭირათ ჩრდილებს.
მოციქულებს კი, გარდტანის კლდეზე,
ჩასძინებოდათ აღთქმით დაღლილებს.

წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს.

ვით უკვდავება, წყარო ანკარა
აცისკროვნებდა ირმების ფერდობს.
ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა
და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს.

მოსულ შეთქმულთა ნათელ ოცნებას,
გუმბათის სვეტი გარს იტბორებდა,
მოხუცი ღმერთის აქ ნათქვამ ლოცვებს
სამრეკლო ღამე იმეორებდა.

სიონში მრევლის ტევა არ იყო,
გარეთ გალობდნენ მწირი ბერები.
ჯიღა ცაცხვები იდგნენ ყორესთან,
ვით ხანშესული ქალდეველები.

ჩუქურთმებს ტაძრის ბანი აეპყროთ.
ელავდა მთვარე _ ქურუმთა ოდა.
მოჰქონდათ ჯვარ, ჭრაღები ენთო,
და დანახვისზედ ჭოტი კიოდა?

 

Read 566 times Last modified on სამშაბათი, 29 იანვარი 2019 13:24

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი