"ინტელექტის" ყოფილი დირექტორის, ლალი ბაიაძის ღია წერილი საზოგადოებას

წერილები Written by  ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 07:57 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლალი დირექტორი, ასე შემრჩა სახელი ჩემს ქალაქში.

მე მასწავლებელი ვარ.

ვამაყობ ჩემი პროფესიით, რადგან მასწავლებელს დედასთან ვაიგივებ, დედა ბიოლოგიური მასწავლებელია... ცხოვრებას დედის ხედვით ვიწყებთ და ასაკთან ერთად იხვეწება შენი პიროვნული „მე“...

ჩემს ბავშვობაში, მასწავლებლობანას თამაში იყო მოდაში. ზოგადად ძალიან ბევრს ვთამაშობდით, ალბათ ამანაც განსაზღვრა ჩემი პროფესია... თამაშს, როგორც აღზრდისა და განათლების ძირითად სტრატეგიას ისე განვიხილავ. თუ მშობლები ეცნობიან თამაშის დატვირთვას და შვილს დაბადებიდან სწორად უგეგმავენ როგორ ითამაშონ, ბავშვის განვითარება წარმატებულად ყალიბდება.

თამაშით სწავლა სტუდენტობის ეტაპიდან ვაღიარე და ჩემი საქმიანობის ძირითად საყრდენად გავიხადე. ცხოვრებაც ასეა - თუ კარგად თამაშობ, აუცილბლად წარმატებული ხარ. ცხოვრება დიდი „თეატრია“, სადაც როლებს ინაწილებენ, ხან ცუდი როლი გხვდება, ხან - კარგი. ბუნებრივია, ამას გენეტიკური კოდიც წყვეტს, მაგრამ ცხოვრებას თავის ქმედებებიც აქვს, რომელიც გარემოდან შემოდის ადამიანში.

მე მასწავლებელი ვარ. მასწავლებლობამ, მომცა შანსი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ყველა ასაკის ადამიანთან ვყოფილიყავი, მათ მე ბევრი რამ მასწავლეს ... მე რა მივეცი მათ, ეს თითოეულ მამათგანმა იცის, იციან მათმა მშობლებმა.  მაგრამ ერთი კი ვიცი, მე მივეცი დიდი სიყვარული. სიყვარული, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააქსოვო შენს საქმეში; სიყვარული, რომელიც ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თუ სიყვარულის დონე არ დგას შენზე მაღლა, პროფესიონალი ვერასოდეს იქნები. პროფესიონალიზმი დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

დავტოვე სამსახური, რომელიც ჩემი ოცნების სახლად მინდოდა მექცია, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი შეკითხვაც ბუნებრივია, როგორია ჩემი სამომავლო გეგემები ...

ბუნებრივია, განათლებას არ უღალატობ. მინდოდა კერძო ბაგა-ბაღის გაკეთება. მოვსინჯე, კვლევა ჩავატარე, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ფართი ვერ ვიშოვე, უზომოდ ძვირია. კერძო ბაგა-ბაღში დიდი კონტინგენტი უნდა იყოს, რომ საბავშვო ბაღიც შეინახო და ბიზნესიც იყოს. მე მცირეკონტინგენტიან ბაღზე ვოცნებობ, რადგან გასაკეთებელი სიახლე, რომელიც გაწერილი მაქვს, მოითხოვს ან უშველებელ შენობას, სადაც მცირეკონტინგენტიანი ჯგუფები იქნება ან პატარა შენობას, სადაც შემოსავალს მხოლოდ ბაგა-ბაღის შენახვა შეეძლება.

მე, ბუნებრივია, მეორე ავირჩიე, პირველზე ოცნების შანსს ჩემი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები ვერ მომცემდა. სამწუხაროდ, მეორეც ვერ შევძელი, ძალიან ძვირია ქირა. მაგრამ მე ხომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ახლა ახალი ოცნებებით ვარსებობ, ვცოცხლობ... იქნებ, ოდესმე „ოცნების ახდენამ ჩამომირბინოს“ და ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების, ბავშვზე ორიენტირებული, თითოეული აღსაზრდელის უნარზე და გუნდზე მორგებული პლატფორმით ვიმუშავო, სადაც ბავშვები „დიდობას“ ითამაშებენ და ადვილად გავლენ ცხოვრების ასპარეზზე. იქნებ შევძლო ბავშვებს მივცე დამოუკიდებელი უნარების გაძლიერება, თვითმართვა ვასწავლო, ვასწავლო ფიქრი, სიხარულის განცდა და სიყვარული. იქნებ ვასწავლო ყველაზე მთავარი: ემოციის მართვა და ლოგიკური აზროვნება, რომლითაც ლამაზად შეაღებენ სკოლის კარს, სადაც უკვე განათლებას მიიღებენ. ეს ჩემი დიდი ოცნება იყო, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან სადაც მე ვმუშაობდი, ამის არც ფართი იყო და არც კონტინგენტი მიწყობდა ხელს, მაგრამ მაინც ვიბრძოდი, ვფიქრობდი, იქნებ გამოვიდეს და ამ ლოდინში დავტოვე (თუ)... სამსახური ... ბინა, სადაც მე ვცხოვრობ, ბაიაძეების მამაპაპურ შენობაში, პაპაჩემის აშენებულია, ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით, მათი ჟრიამულით გაჯერებული შენობაა, იქნებ ბაიაძის ბაღი გავხსნა?! (რამხელა ამბიცია მაქვს არაა?? ბაიაძის ბაღი ... მაპატიეთ)...

გასაკეთებელი მართლაც ბევრი დამრჩა. სიახლე, რომელიც აუცილებელია დღევანდელ სკოლამდელ განათლებაში ყველა ვგრძნობთ. ბავშვი მუცლადყოფნიდან ვითარდება, ბუნებრვია მისი სააღმზერელო-საგანმამათლებლო პრიორიტეტები აუცილებლად უნდა განმტკიცდეს დაბადებიდან და ამ მოვალეობას სკოლამდელი განათლება იღებს თავისთავზე, ეს ყველაზე დიდი პასუხიმგებლობაა. როგორც პროფესიონალი ვთვლი, რომ აუცილებელია მშობლების ჩართულობის გაძლიერება სკოლამდელ განათლებაში, რომ ბაგა-ბაღის გარემო დაუახლოვოთ საოჯახო გარემოს, გარემოსთან კონტაქტი - ფიზიკური განვითარება ჯანსაღი ცხოვრებისათვის, აუცილებელია ცხოვრების „თამაშის“ თვალით ყურება - სოციალური უნარები, აუცილებელია თვითდაჯერებულობისა და შესაძლებლობების რწმენის გაძლიერება, სწორი მეტყველება და ლოგიკური აზროვნება სკოლამდელ ასაკში ყალიბდება.

მე ეს ყოველივე თაროზე შემოვდე და ოცნებებით ცხოვრება დავიწყე. აი ესაა რეალური ჩემი ხვალინდელი გეგმები, რომელსაც ოცნებები ჰქვია.

მომავალი თაობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე მათი მომავალი თაობა იყოს წარმატებული.

ცვლილებები აუცილებელია ყველა საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც ადამიანური რესურსის ისე ტექნიკურ-საგანმანათლებლო.

მე კმაყოფილი ვარ, რომ დავწერე განცხადება და ახალგაზრდა კადრმა ჩამანაცვლა.

ჩვენ აუცილებელად ლამაზ საქართველოში ვიცხოვრებთ!


ლალი ბაიაძე
მასწავლებელი

Read 3204 times Last modified on ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 08:23

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი