Print this page

15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა - II ნაწილი

თებერვალი 04 2019

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მოკლე ინფორმაციებს იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ.

1. ფერდინანდ თავაძე

ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი ფერდინანდ თავაძე 1912 წლის 21 მაისს გორში ნესტორ თავაძისა და ნინო ბესიაშვილის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1936 წელს. მუშაობდა ს. კიროვის სახელობის ქარხანაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე. 1937 წლიდან გადმოდის თბილისში და მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში. 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მის სახელს ატარებს საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი. გარდაიცვალა 1989 წელს 76 წლის ასაკში.

ferdinardi da vano muradeli fotoo gaixsene istoria

2. ვანო მურადელი

კოპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე და სახალხო არტისტი ვანო მურადელი 1098 წელს გორში დაიბადა. 1934–1938 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. სამოღვაწეო ასპარეზზე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა. 1929–1932 წლებში, მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში. მუსიკალურად გააფორმა კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი "მზის დაბნელება საქართველოში”. მურადელის ძირითადი ნაწარმოებებია: „ოთხი ქართული სიმღერა“ „ქართული სიმფონიური საცეკვაო“ „ექვსი რომანსი“ პუშკინის ლექსებზე , „გორული სიმღერები“ და სხვა. გარდაიცვალა 1970 წელს 62 წლის ასაკში. დაკრძალულია მოსკოვში. 

3. ისაია ფურცელაძე

ქართველი აგრონომი ისაია ფურცელაძე 1851 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში დაიბადა.  ამ სოფელში ეწეოდა მემამულეობას, მართავდა წარმოდგენებს. მისი ხელმძღვანელობით ლიზა ჩერქეზიშვილმა პირველად ითამაშა 1885 წელს სიკო ცაგარელის “ხანუმაში“. იყო სახალხო მასწავლებელი და მეხილეობის მამათავარი. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. გარდაიცვალა 1924 წელს 73 წლის ასაკში.

erekle elisabedi da zurabi gaixsene istoria nawili 2

3. ერეკლე ტატიშვილი

ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოლიტოლოგი ერეკლე ტატიშვილი 1884 წელს გორში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო გორში, შემდეგ სწავლობდა ელიზავეტპოლის გიმნაზიაში. 1904–1906 წლებში, სწავლას განაგრძობს ლაიფციგის უნივერსიტეტში. ბრუნდება კურსის დაუმთავრებულად. ორჯერ აპატიმრებენ (გორსა და პეტერბურგში) ანარქისტული მოღვაწეობის გამო, თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებშიც "მუშა" და "ხმა". პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, მერე კი – ევროპაში. ავტორია რამდენიმე თარგმანისა და პუბლიცისტური ნაშრომის. გარდაიცვალა 1946 წელს 61 წლის ასაკში. 

5. ელისაბედ ჩერქეზიშვილი

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. 1886 წელს ელისაბედი დრამატული თეატრის დასის წევრი გახდა. ელისაბედ ჩერქეზიშვილი სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. სცენაზე მან 400-მდე როლი შეასრულა.გარდაიცვალა 1948 წლის 17 ოქტომბერს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

6. ზურაბ ანტონოვი

რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ზურაბ ანტონოვი (პირვანდელი გვარი მეჩითაშვილი) 1820 წლის 9 თებერვალს გორში დაიბადა. იზრდებოდა ვაჭრის ოჯახში.
ბავშვობიდანვე სხარტი გონების პატრონმა გორის სასწავლებელში სწავლის დროს, ორი კლასი ერთ წელში დაამთავრა. 18 წლის გახდა თუ არა, მუშაობა გორის სამაზრო სამმართველოში დაიწყო გადამწერად. ოთხი წელი იმუშავა და შემდეგ თავი დაანება. თეატრიდან ერისთავის წასვლის შემდეგ, მისი საქმის გამგრძელებლად ზურაბ ანტონოვს მოიაზრებდნენ, დასმა მას სრული ნდობა გამოუცხადა და დანიშნა კიდეც თეატრის ხელმძღვანელად, მაგრამ ცოტა ხანში, 1854 წელს ზურაბ ანტონოვი გაურკვევლი სენისგან გარდაიცვალა. ანტონოვმა სამ წელში 15 პიესა დაწერა, თუმცა მათთგან მხოლოდ 7 შემორჩა.

aleqsandre javaxishvili otar chkheidze da vasil egnatashvili gaixsene istoria nawili ori

7. ალექსანდრე ჯავახიშვილი

ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ჯავახიშვილი 1875 წლის 17 აგვისტოს გორში დაიბადა. ალექსანდრე ჯავახიშვილმა საქართველოში გეოგრაფიულ მეცნიერებასა და განათლების საქმეს ჩაუყარა საფუძველი. იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. სწორედ, მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული, გეოგრაფიის და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტები. მისი დაარსებულია ასევე საქართველოს სსრკ გეოგრაფიის საზოგადოებაც. ალექსანდრე ჯავახიშვილი 98 წლის ასაკში, 1973 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.

ამავე თემაე: 15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა

8. ოთარ ჩხეიძე

მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ოთარ ჩხეიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში 1920 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში კი — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. მისი პირველი მოთხრობა 1940 წელს ჟურნალში “ჩვენ თაობა“ გამოქვეყნდა. ოთარ ჩხეიძეს ქართულ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2005 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია “საბა“, 2006 წელს კი “ილია ჭავჭავაძის“ პრემია. მწერალი 2007 წლის 13 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა.

9. ვასილ ეგნატაშვილი

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვასილ ეგნატაშვილი 1888 წელს გორში დაიბადა. 1917 წლიდან ვასილ ეგნატაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა. მუშაობა გორის უმაღლეს სასწავლებელში დაიწყო. 1913 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების წევრი.
1919 წელს ეგნატაშვილმა გადაწყვიტა თბილისის უნივერსიტეტშიც მიეღო განათლება, სადაც 1921 წლამდე ისწავლა. 1935 წლის ივლისიდან ეგნატაშვილი გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილეა. 1938 წლის 21 მაისიდან დამტკიცებულია საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მოვალეობის აღმასრულებლად.

ana xaxutashvili gaixsene istoria meore nawili

10. ანა ხახუტაშვილი

ქართველი საბავშვი მწერალი ანა ხახუტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 1886 წელს დაიბადა.  1902 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ანამ ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში დაიწყო მუშაობა, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც, 1906 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი პირველი მოთხრობა “მიტოს გაბედულობა“ 1907 წელს ჟურნალ “ნაკადულში“ დაიბეჭდა. ამ დროიდან მისი მოთხრობები სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში ფსევდონიმით “ცქვიტი“. ანა ხახუტაშვილი 1960 წლის 2 სექტემბერს გარდაცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

aleqsandre garsevanishvili gaixsene istoria meore nawili


11. ალექსანდრე გარსევანიშვილი

ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და გორის ხალხოსან მოღვაწეთა ერთ-ერთი აქტიური წევრი ალექსანდრე გარსევანიშვილი 1864 წელს ქალაქ გორში დაიბადა.
ალექსანდრე გარსევანიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული გორის წრეების საქმიანობაში, თუმცა 1883 წელს მოსკოვში გაემგზავრა. მისი ნათარგმნი ეკატერინე გაბაშვილისა და დუტუ მეგრელის მოთხრობები ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე თარგმნა აკაკი წერეთლის "გამზრდელი" და "გოგია მეჩონგურე." იგი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ალექსანდრე გარსევანიშვილი 1936 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

iarkli gamrekeli natalia dondarova da dimitri yifiani gaixsene istoria nawili ori

12. ირაკლი გამრეკელი

ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სცენოგრაფი ირაკლი გამრეკელი 1894 წლის 17 მაისს გორში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
მისი შექმნილია ილუსტრაციები გრიგოლ რობაქიძის რომანისთვის „გველის პერანგი“ და კარლო კალაძის პოემისთვის „ძახილი მთაში“ და „ქურდი რჩეული“. ირაკლი გამრეკელი ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსად აღიარეს. მას 50-ზე მეტი სპექტაკლი ჰქონდა გაფორმებული. 1934 წელს ირაკლი გამრეკელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1936 წელს დაჯილდოვდა ასევე საპატიო ნიშნის ორდენით. ირაკლი გამრეკელი 1943 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

13. ნატალია დონდაროვა

დრამატურგი, მწერალი და პუბლიცისტი ნატალია დონდაროვა 1878 წლის 4 იანვარს გორში დაიბადა. იგი გაქართველებული სომხების ოჯახში იზრდებოდა. მისი რამდენიმე პიესა 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. გარდა პიესებისა, ნატალია წერდა მოთხრობებსა და პოლიტიკურ პუბლიკაციებს. თავის ნაშრომებს ნატალია ფსევდონიმით „აზიანი“ აქვეყნებდა. ხშირად მას სწორედ ნატალია აზიანად მოიხსენიებდნენ. ნატალია დონდაროვა (აზიანი) 1943 წლის 31 იანვარს, 65 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

14. დიმიტრი ყიფიანი

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 აპრილს გორის რაიონ სოფელ მერეთში დაიბადა.
1830-32 წლებში ყიფიანი შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ვოლოგდაში გადაასახლეს. მაშინ დიმიტრი მხოლოდ 20 წლის იყო. გადასახლებამ ერთ ხანს შეაფერხა მისი კარიერული წინსვლა, თუმცა ვოლოგდაში ცხოვრების დროსაც შეძლო საგუბერნიო მმართველის მდივნობამდე მიეღწია. 1841 წელს მან შექპირის „რომეო და ჯულიეტა“ თარგმნა, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. შემდგომში მან რუსულად თარგმნა გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“.  დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს სტავროპოლში გადაასახლეს და ღამით მძინარე მოკლეს.  დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

elizbar eristavi gaixsene istoria meore nawili

15. ელიზბარ ერისთავი

მეწარმე, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე ელიზბარ ერისთავი 1810 წელს დაიბადა. ელიზბარ ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა 1832 წლის რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რისთვისაც 1834 წელს გაასამართლეს და ავლაბრის ყაზარმაში ჩასვეს, შემდეგ კი ჰელსინკში გაგზავნეს რიგით ჯარისკაცად. სამშობლოში 1842 წელს დაბრუნდა და თავის ძმასთან, დიმიტრი ერისთავთან ერთად გორის რაიონ სოფელ ღვარებში მინის ქარხნის მშენებლობა წამოიწყო.აღსანიშნავია,რომ ეს იყო საქართველოში პირველი მინის ქარხანა.სამხედრო კარიერის ბოლოს, 1869 წლიდან, გორის მაზრის უფროსი იყო. სწორედ მან შეუწყო ხელი გორის მაზრაში ევროპული ჯიშის ხეხილის გავრცელებას. ელიზბარ ერისთავი 1871 წლის 12 იანვარ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია გორის საკრებულოს ტაძრის (“სობორო“) გალავანში.