სივრცე, სადაც გორში პირველი სპექტაკლები იდგმებოდა - "როტონდას" ისტორია

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 08:29 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში სახელდახელოდ მოწყობილი “როტონდა“ გორის მაზრის მაშინდელი უფროსის რევაზ ერისთავის თაოსნობით ქალაქის ბაღში აგებულა 1873 წელს.

თავდაპირველად მისი დანიშნულება, მხოლოდ საცეკვაო საღამოებისთვის იყო. თუმცა შემდეგში თეატრალური წარმოდგენებიც იმართებოდა.

ეს იყო ყავრით გადახურული ხის მრგვალი შენობა, რომელსაც “სამ კუთხივ განიერი ბალკონი ჰქონდა და სამივე მხრივ ამოსავალი. როტონდა იდგა მტკვრის პირად, ბალკონებიც მტკვირსკენ ჰქონდა.“

 "როტონდაში" ცარიელი დარბაზის მეტი არაფერი იყო, არც სცენა, არც სკამები და ამიტომ წარმდგენების გამართვა თითქმის შეუძლებელი იყო.

ზამთარში არც საცეკვაო საღამოები იმართებოდა.

1874 წელს როცა პირველად შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრე. პირველი სპეკტაკლი საზოგადო საკრებულოს დარბაზში გაიმართა. მას შემდეგ წარმოდგენები პერიოდულად იმართებოდა, სახელდახელოდ აგებულ “როტონდაზე“.

1876 წელს პროვოკატორის დაბეზღებით გორის ხალხოსანთა ორგანიზაცია ჟანდარმებმა დაარბიეს. შემდეგ წელს გორის ხალხოსნებმა კვლავ განაგრძეს მუშაობა. ერთადერთ ადგილად, სადაც წარმოდგენების გამართვა შეიძლებოდა ისევ “როტონდა“ რჩებოდა. მაგრამ უკვე ნახევრად დანგრეული იყო და დაჭაობებული. მოუვლელი იყო ის ბაღიც, სადაც სცენა იყო აგებული. რამდენიმე მსახიობმა გადაწვიტეს ის საკუთარი ხარჯებით შეეკეთებინათ.

“... ა. თუთაევმა და ნ. დიასამიძემ იკისრეს გაკეთება თავის ხარჯითა. ამათ დაეხმარნენ სხვანიც. ივანე მაჩაბელმა ხუთმეტი თუმანი გადასცა ამ სცენისთვის. ნ. დიასამიძე, რომელიც იმ დროს დიდი სახლის შენებას შეუდგა გორში, აძლევდა მუქთად ხის მასალას: ფიცრებს, ფოშტებს, წვრილ ფიცრებს, აგურს; დანარჩენი, რაც დააკლდა, თუთაევმა თავის ჯიბიდან დახარჯა. სულ დაჯდა გადაკეთება, სცენის გამართვა, ორი საპირფარეშოს მოწყობა, ხის სკამების დადგმა ორმაცდაათ თუმანამდე“,  -  წერდა სოფრომ მგალობლიშვილი.

მისივე ცნობთ, სცენის კულისების მოწყობაზე არტილერიის კაპიტანმა ნელიუბინმა იზრუნა.

“თუთაევს და დიასამიძეს დიდი შემწეობა აღმოუჩინა არტილერიის კაპიტანმა ნელიუბინმა. ეს ძალიან განვითარებული კაცი იყო, პატიოსანი, მეგობრობა ჰქონდა მაშინდელ ქართველ ინტელიგენციათან. თითქმის სულ ჩვენთან იყო , იცოდა გვარიანად მხატვრობა ამან თავისი ხარჯით დახატა ფარდა, მოაწყო კულისები.“

ამის შემდეგ როტონდაში ისევ გრძელდებოდა სპექტაკლები. 1877 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ოთხი წარმოდგენა გაიმართა. სამწუხაროდ, 1881 წელს ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენებმა როტონდა დაანგრიეს.

“დაანგრიეს სცენა, ფარდა ჩამოგლიჯეს, კედლების ქაღალდი დახიეს, სუფლიორის დასაფარებელი ბუდკა გადააგდეს და სკამები იატაკზე დაკრული აყარეს და გარეთ გადაყარეს, გალერია მოშალეს , ფიცრები კი ვიღაცებს დაუპარავთ და მარტო სკამები ყრია გარეთ...“

ამის შემდეგ წარმოდგენებს ისევ საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში მართავდნენ.

Read 102 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი