ეკლესია, სადაც ერთ დროს კონცერტები იმართებოდა - გორის საკათედრო ტაძრის ისტორია

თებერვალი 04 2019

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი 1806-1810 წლებში ააგეს. ის თავდაპირველად კათოლიკური ეკლესია იყო. 

ისტორიული მასალების მიხედვით, ეკლესია კათოლიკე მისიონერებმაა ააშენეს. 1628 წლის 14 დეკემბერს პადრე ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორში ჩამოვიდნენ, რადგან მეფე თეიმურაზ I-სთვის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი გადაეცათ.

"მეფემ ისინი დიდი პატივით მიიღო და მადლირების ნიშნად გორში ერთი სახლი, პატარა მართმადიდებლური ეკლესია (სპარსთა ომის შემდეგ დაზიანებული), რამდენიმე სოფელი და ყმა უბოძა."

1632 წელს მისიონერებმა მეფისგან ნაჩუქარი ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმ. პეტრეს ეკლესია უწოდეს.

მოგვიანებით მისიონერებისადმი თეიმურაზ I-ის კეთილგანწყობა შეიცვალა, რადგან მოსახლეობაში კათოლიკურ მრწამს ავრცელებდნენ.

ამის შემდეგ ტაძარმა არაერთხელ იცვალა სახე.

sakatedro tadzari gori gaixsene gori 2019

ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1806-1810 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა.

XX საუკუნის დამდეგს ტაძრის წინამძღვარი ცნობილი საზოგადო მოღვაწე დონ დომენიკო პაწაძე იყო, რომელიც 1911 წელს ეროვნული საქმიანობისთვის მოკლეს. იგი სხვა სასულიერი პირებთან ერთად ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

ბოლშევიკური დიქტატურის პირობებში, 1921 წლის 26 მაისს, ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი კონსტანტინე საფარიშვილი ქართული ეროვნული დროშით წარუძღვა ახალგაზრდებს ქალაქის ქუჩებში, რის გამოც დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს. ამის შემდეგ ტაძარი წინამძღვრის გარეშე დარჩა და ცოტა ხანში დახურეს კიდეც. შენობა სახალხო დეპუტატთა საბჭოს რაიონულ აღმასკომს გადაეცა.

XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ტაძარი გორის კომკავშირის მფლობელობაში გადავიდა, სადაც ახალგაზრდულმა ცენტრმა საკონცერტო დარბაზი მოაწყო. ეკლესიაში განთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.

საბჭოთა სისტემის რეფორმის შემდეგ (“პერესტროიკა“) მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით, ტაძარში დისკოთეკა გაუქმდა, თუმცა ხელისუფლებამ მრევლს შენობა არ დაუბრუნა. თბილისიდან პერიოდულად ჩამოდიოდა კათოლიკე მღვდელი, რომელიც მორწმუნეთა ბინებში აღასრულებდა წირვა-ლოცვას.

1989 წელს გორის აღმასკომმა გაუქმებული კათოლიკური ტაძარი მართლმადიდებლებს გადასცა.

2000–იან წლებში ტაძარში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ტაძარში სრულად გაქრა კათოლიკური კვალი, წაიშალა ფრესკებიც.

ამავე პერიოდში ტაძრის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი სამრეკლო და გალავანი.

ამჟამად, გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ყოველკვირეულად აღევლინება.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი