უგულებელყოფილი რესურსი, რომელიც ხალხს და ქვეყანას სჭირდება

წერილები Written by  სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 16:57 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თამაზ მაყაშვილი

 

აინშტაინს ჰქონდა პატარა წიგნაკი სადაც იწერდა ახალ აზრებს. რატომ გაქვთ ასეთი პატარა წიგნაკიო, ჰკითხეს ერთხელ მას. იმიტომ, რომ კარგი აზრები ძალიან იშვიათად მომდისო. 


როდესაც მივიღე ბლოგის დაწერის შემოთავაზება რადიო "მოზაიკასგან", კითხვა დავსვი, რა თემა ამერჩია, მიპასუხეს, თემა თავისუფალია, თუმცა სასურველია ჩვენი ქალაქის პრობლემატიკას ეხებოდესო. პრინციპში, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პრობლემები ალბათ ბევრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ხოდა, მეც გადავწყვიტე, ვისაუბრო ჩვენი დროის ერთ-ერთ ისეთ მტკივნეულ საკითხზე, რასაც მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების (ე.წ. ბერკეტთმპყრობლების) მხრიდან სხვისი რჩევების/იდეების გაუთვალისწინებლობა/მიუღებლობა ჰქვია.

დეილ კარნეგმა თავის მრავალწლიანი ტიტანური შრომის შედეგად, ბევრი სასარგებლო რჩევა-დარიგება დაუტოვა კაცობრიობას, მათ შორის, ერთ-ერთი რჩევა-დარიგება, რჩევებს შეეხება, კარნეგი გვირჩევს:

„მხოლოდ მაშინ მივცეთ რჩევა, როდესაც ამას გვთხოვენ.“

საინტერესო დილემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ (გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს მამათა და შვილთა აზროვნების დროში აცდენის მიზეზითაა გამოწვეული, თუმცა არც უმაგისობა უნდა იყოს, ჩემი აზრით).

მაგალითად, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ სფეროების გასავითარებლად საჭირო გარკვეული გამოცდილება აქვს დაგროვილი, ადვილად გენერირდება მასში ახალი იდეები, ხოლო ისინი, ვისაც ამ სფეროებში მართვის ბერკეტები უპყრიათ ხელთ, მზად არ არიან რჩევების მისაღებად. უფრო ზუსტად კი, რჩევების მიღების ფანჯარა დახურული აქვთ და პრაქტიკულად არ არსებობს სივრცე/ფორმატი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გამოთქვან აზრი, მიიღონ უკუკავშირი და ა.შ.

ჩინელი ბრძენი ლაო-ძი გვასწავლის: 

"მდინარეები და წყაროები წყალს აძლევენ ზღვებს, იმიტომ, რომ ისინი მთაზე დაბლა არიან, ასევე ადამიანსაც რომელსაც ამაღლება სურს, სხვებზე დაბლა უნდა ეჭიროს თავი“


თუ ბრძენი ლაო-ძის აზრს ბრძულად გავიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. ბერკეტთმპყრობლებს ზღვასავით მდაბლად უნდა ეჭიროთ თავი, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ მდინარეებისგან (რიგითი ადამიანებისაგან) მიიღონ წყალი, ახალი იდეების სახით.

პრაქტიკულ ასპექტში, ასეთ ინსტიტუციას თავისუფალი სათათბირო ორგანო ქვია, სადაც ადამიანებს შორის ამა თუ იმ საკითხზე იმართება დისკუსია, კამათი, ე.წ. „ტვინებზე შეტევა" (Brainstorming), რაც შესაძლებლობას მისცემს გონიერ მმართველს, ბოლომდე „გაწუროს“ ესა თუ ის იდეა და მოაქციოს იგი ქვეყნისათვის საჭირო განხორციელების რეჟიმში.

ზოგიერთი ადამიანი ძალიან ამაყობს თავისი გაღიზიანებადობით, რისხვით ან სხვა რთული ემოციებით; მათ მოსწონთ, როდესაც მკაცრებად ითვლებიან. გარკვეული ალბათობით, ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ ბლოგმაც გამოიწვიოს ზოგიერთი „ბერკეტთმპყრობელის“ გაღიზიანება, რისი პრაქტიკაც არსებობს სამწუხაროდ.

„აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.“

ასტროლოგიური კონცეფციით, 21-ე საუკუნემ მერწყულის ერაში შეიყვანა კაცობრიობა. დგება ახალი ეპოქა, სადაც იბატონებს სწავლება სინთეზირებული სხვადასხვა მრწამსსა და თანამედროვე მეცნიერულ მიღწევებს შორის. საჭიროა, მომზადებული შევხვდეთ განვითარებას, რაც უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს გონების გადატვირთვას, მეტი სინათლის შემოტანას.

კონკურენციიდან - კონტრიბუციისკენ, დაპირისპირებიდან - კოლაბორაციისკენ!

გვინდა თუ არა, დრო მიქრის, დროს მოაქვს პროგრესი.

 

 


Read 576 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი