წიგნი, რომელიც საბჭოთა კავშირმა სათაურის გამო არ დაბეჭდა

გაიხსენე ისტორია Written by  ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 08:40 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნაშრომის სათაურთან დაკავშირებით პრეტეზია ე.წ სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ 1976 წელს გამოთქვა. მათი მოთხოვნით ნაშრომს სათაურად“სამხრეთ ოსეთის მხარის სიძველეები“ უნდა ჰქონოდა.

“სიძველეები ლიახვის ხეობაში“ - ეს არის 1984 წელს დაწერილი იოსებ მეგრელიძის ნაშრომი, რომელშიც აღწერილი და შესწავლილია ლიახვის ხეობის IX – XIX საუკუნეების საცხოვრებელი, თავდაცვითი და საკულტო ნაგებობები, მათზე დატანილი ისტორიული მნიშვნელობის წარწერები. ფიქსირებულია ლეგენდები, გადმოცემები, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული და სხვა მასალები.

ნაშრომი გამოცემულია საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ფონდის “დემოკრატია და აღორძინების“ ხელშეწყობით. თუმცა მანამდე ნაშრომის გამოცემა მთელი რიგი მიზეზებით ვერ ხერხდებოდა.

ნაშრომის დიდი მოცულობის გამო გამომცემლობა “ირისტონის“ დირექტორმა გ. ბესტაევამ ნაშრომი ავტორს ფოსტით დაუბრუნა უკან, თუმცა სინამდვილეში გამოცემაზე უარის მიზეზი სულ სხვა იყო. ნაშრომის სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეტენზია ე.წ სამხრეთ ოსეთის ოფიციოზს გამოუთქვამს და ავტორს შესთავაზეს, ნაცვლად “დიდი ლიახვის სიძველეებისა“ ნაშრომს “სამხრეთ ოსეთის მხარის სიძველეები“ ჰქონოდა სათაურად, რაზეც ავტორი არ დათანხმდა.

საბოლოოდ, ნაშრომის პირველი ნაწილი 1984 წელს გამომცემლობამ “საქართველო“ დასტამბა. მეორე ნაწილი კი 1997 წელს გამოქვეყნდა. მასალებს თავი მამის სიკვდილის შემდეგ მისმა შვილმა გუბაზ მეგრელიძემ მოუყარა.

წიგნში აღწერილია პატარა ლიახვის ხეობის სოფლების, დიცი, ქორდი, მერეთი, კარბი, კოშკა, დისევი, ჭარები, ვანათი, ფრისი, ერედვი, გერი, წრუ, კიმასი, იკორთა, შერთული, მარანა, ტყვიავი, ტირძნისის სიძველეები.

Read 231 times Last modified on ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 09:09

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი