ჩაგვრა სკოლებში და უფროსების რეაქციები

წერილები Written by  კვირა, 10 თებერვალი 2019 13:16 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი:  მაგდა კორინთელი

 

პრობლემა მწვავედ დგას დღევანდელ საქართველოში, რადგან ძალზედ მაღალია მოზარდებს შორის დაპირისპირება.სიტყვიერი შეურაცყოფა ხშირად ფიზიკურ ძალადობაში გადადის. მოზარდები სუსტზე ძალადობას ახორციელებენ საკუთარი გართობის, ან თავიანთი ძალის დემონსტრირების მიზნით.

რამოდენიმე ხნის წინ მოხდა საზარელი დანაშაული, სისხლიან გარჩევებს რამოდენიმე მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. დაპირისპირება კი სკოლაში დაიწყო..

არის ბევრი გაუხმაურებელი ფაქტიც. უმეტესობას ყურადღება არ ექცევა.

ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები თანაკლასელს დასცინიან განსხვავებული შეხედულების, წონის (სიმსუქნის), ან მრწამსის გამო. უგონებენ ჭორებს, არ ემეგობრებიან, რიყავენ თავიანთი ვითომ ელიტური საზოგადოებიდან. მსხვერპლს კი ეშინია სიტუაციის უფრო გამწვავების და ყლაპავს ამ დამცირებას. ხდება უფრო ჩაკეტილი, აგრესიული და სასტიკი. ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანები ყალიბდებიან შემდგომში აგრესორებად და მოძალადეებად. ის თავად ხდება მჩაგვრელი. ისტორიას ახსოვს ტირანები, რომლებიც ბავშვობაში დისკრიმინაციას განიცდიდნენ. დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანს გულს უქვავებს, კეთილ გრძნობებს უკლავს და სიძულვილი აქვს მთელი სამყაროს მიმართ, რადგან ის თავის დროზე გარიყეს და არ მიიღეს ისეთი, როგორიც იყო.

მე კითხვა დავუსვი ერთ-ერთი ბავშვის მშობელს, რომელსაც თანაკლასელები ცუდად ეპყრობოდნენ წლების მანძილზე, არ ემეგობრებოდნენ და გარიყული იყო..

-         რით მიხვდით რომ თქვენს შვილს თანატოლებთან პრობლემები ჰქონდა?

        " შევამჩნიე, რომ ჩემს შვილს შესჯავრდა სკოლაში სიარული. ამის გამო ყოველდღე ახალ-ახალ მიზეზებს იგონებდა, რომ არ წასულიყო."

-         ამ პრობლემიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

     "მშობლებმა უნდა აღზარდონ შვილები სიყვარულით. ისინი მოვალეობას იხდიან, რომ აჭამონ და ჩააცვან, უყიდონ ბრენდული ტანსაცმელი, აქსესუარები, მაგრამ ძალიან ცოტა დროს უთმობენ შვილებთან საუბრებს. სანამ პატარები იყვნენ უნდა მოეყოლათ ზღაპრები, სადაც სამართლიანობა და სიკეთე იმარჯვებს, ბოროტება კი ისჯება უმკაცრესად. უნდა ჩაეგონებინათ შვილებისთვის სამყაროს დაუწერელი კანონების არსებობა, ბუმერანგის ძალა. ყოველი გათენებული დღით ტკბობა და ღვთის მადლიერება. ასეთი ადამიანი ვეღარ შეძლებდა სხვის ჩაგვრას და დამცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მშობლებსაც ძალიან ცოტა ესმით.

დღეს სკოლებში მოიკოჭლებს აღზრდის სისტემაც, მასწავლებლებს დაკნინებული აქვთ უფლებები და შესაბამისად გულგრილი დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეების მიმართ. სასურველია, რომ სკოლებში იყოს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება მოზარდებს პრობლემების დაძლევაში.

გავესაუბრე აგრეთვე ფსიქოლოგს, რომელმაც აღნიშნა საქართველოში მოზარდების აგრესიულობის მაღალი მაჩვენებელი;

ბულინგი ხორციელდება როგორც პირდაპირ, ასევე ირიბი გზითაც. პირდაპირი გზა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ ფიზიკურ, ან სიტყვიერ აგრესიას, ხოლო ირიბი გზა მასზე ჭორების გავრცელებით ხორციელდება. ტექნიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება კიბერ ბულინგი.

-         მომავალში რა საფრთხის შემცველია ბავშვობაში გადატანილი ტრავმა ?

     "ბულინგი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ძალადობის მსხვერპლზე. მას უჩნდება დაუცველობის განცდა, ხშირად აქვს დაბალი თვითშეფასება და მიდრეკილია დეპრესიისკენ.სამწუხაროდ ასეთ დროს გვხვდება სუიციდის მცდელობაც. მშობელმა ზოგჯერ არ იცის, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია. ამიტომ ის ხშირად უნდა ეცნობოდეს შვილის აზრებს, აკვირდებოდეს მის ქცევებს, აკითხავდეს სკოლაში. სერიოზული პრობლემის შემთხვევაში, უნდა ჩაერიოს და მასწავლებლებიც ჩააყენოს საქმის კურსში. საზოგადოება უნდა გახდეს ტოლერანტული, მოსიყვარულე, სხვისი ჭირის გამზიარებელი. მშობლებმა აღზარდონ შვილები სიყვარულით. ჩააგონონ მას სუსტის მფარველობა და არა - დაჩაგვრა."

Read 818 times Last modified on კვირა, 10 თებერვალი 2019 13:27

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი