დაბინძურებული მდინარეები და ჩვენი დანაშაული

წერილები Written by  ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 09:05 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანა მაღალაშვილი

თითქმის არ არსებობს სოფელი საქართველოში, რომელშიც მდინარე არ ჩამოედინება. ჩვენს სოფელ სვენეთსაც ორი მდინარე ჩამოუდის: თორთლა და ჩალის წყალი.

ჩვენ გავესაუბრეთ სოფელ სვენეთში მცხოვრებ რამოდენიმე უფროსი თაობის წარმომადგენელს. მათ აღნიშნეს, რომ ძველად ეს მდინარეები ისეთი სუფთა და კამკამა იყო, შიგ მოცურავე თევზებსაც კი ხედავდნენ. ახლა კი მღვრიე და დაბინძურებულია. ასევე, დაბინძურებულია არა მარტო წყალი, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიებიც კი. მოსახლეობა აქამდე თავს იმით იმართლებდა, რომ სოფელში სანაგვე ურნები არ იდგა და იძულებულები იყვნენ, ნაგავი მდინარეში გადაეყარათ.

რას არ ნახავდით - გატეხილ ჭურჭელს თუ პოლიეთილენის პარკებსა და ბოთლებს.

anas blogi dabindzurebuli mdinareeebi gori 1

მინდა. აღვნიშნო, რომ უკეთესობა არც ახლაა, მართალია ურნები ახლა უკვე დგას სოფელში, მაგრამ მოსახლეობა მაინც არ იცავს სისუფთავეს და უდიერად ეპყრობა გარემოს.

არადა. მდინარის დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს - დაბინძურებული მდინარე იზიდავს შხამიან მწერებს, რაც ზრდის ახალ-ახალი ინფექციების გავრცელების საშიშროებას ხალხში. ამას ემატება ის საგანგაშო ფაქტი, რომ მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა კანალიზაციის წყლით აბინძურებს მდინარეს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ვინმე მოვიდეს და ეს პრობლემა მოგვიგვაროს, მთავარია, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს, გაიაზროს, თავის თავზე აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც ბუნების წინაშე აკისრია. თუმცა მოსახლეობა ამის ნაცვლად, თავს არიდებს ამ პრობლემაზე საუბარს და არც თავის ნამოქმედარზე აგებს პასუხს.

 

Read 144 times Last modified on ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 18:36

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი