მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებიც ჩემპიონები გახდნენ - გივი იაზბარიანის ისტორია

ნაწყვეტი დღიურიდან Written by  პარასკევი, 15 თებერვალი 2019 12:04 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბედნიერი ვარ, თითოეული ჩემი მოსწავლის წარმატებით.

ოთხი ათეული წელია, თითქმის ერთი გზით დადის. ყოველ დილით გორის რკინიგზის სადგურის ხიდზე მიმავალს ხშირად შეხვდებით.

ბავშვობიდან აქტიურად არის დაკავებული სპორტით. იყო საქართველოს მოსწავლეთასპარტაკიადისჩემპიონი და არა ერთგზის გამარჯვებული მძლეოსნობაში.

1977 წელს დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. შემდეგ, რამდენიმე წელი დმანისში იმუშავა მასწავლებლად.

1980 წლიდან დღემდე მუშაობს გორის N11 საჯარო სკოლაში (ყოფილი რკინიგზის N20 სკოლა) ფიზიკური აღზრდის პედაგოგად და პარალელურად, მძლეოსნობის მწვრთნელად გორის სასპორტო სკოლაში.

ეს არის მთელი ცხოვრების ძირითადი და საყვარელი საქმიანობა და ბედნიერი ვარ, თითოეული ჩემი მოსწავლის წარმატებით. ეს არის მთავარი“, - აღნიშნა მან.

მე - 11 საჯარო სკოლაში ბევრი თასია გამოფენილი, რომელიც გივის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

ზურა თაბუკაშვილი - საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე სირბილში, მაია ქერდიყოშვილი - საქართველოს ჩემპიონი 400 მეტრზე სირბილში, კახა თედელური - საქართველოს ჩემპიონი 100 და 200 მეტრზე სირბილში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები: სპარტაკ მეარაყიშვილი - სიგრძეზე და სამხტომში მრავალგზის ჩემპიონი, გიორგი ყეინაშვილი - თბილისის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, გიორგი მუჯარიძე - საქართველოს რეკორდსმენი ბირთვის კვრაში, მრავალგზის ჩემპიონი, დაამყარა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის რეკორდი“, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წარმატებული ახალგაზრდების, რომელთა წარმატებაში დიდია გივი იაზბარიანის როლი

ის სიამაყით ჰყვება მათზე და მადლობას არავისგან ელოდება, რადგან თვლის, რომ დიდ საქმეს ემსახურება.

სკოლის თანამშრომლები ჰყვებიან, არასაგაკვეთილო საათებში, როგორ ავარჯიშებდა ბავშვებს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ და დიდი ენთუზიაზმით.

გივი მასწავლებელმა აღმოაჩინა ჩემში ნიჭი და დამაყენა სწორ გზაზე. მადლობელი ვარ მისი ყველაფრისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მწვრთნელთან გავაგრძელე ვარჯიში“, - აღნიშნა საქართველოს რეკორდსმენმა ბირთვის კვრაში, გიორგი მუჯარიძემ.

 

Read 1025 times Last modified on პარასკევი, 15 თებერვალი 2019 12:27

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი