გორის საფეხმავლო ტური - იდეა ქალაქის პოპულარიზაციისთვის

ადამიანური ისტორიები Written by  პარასკევი, 15 თებერვალი 2019 14:19 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

25 წლის ჟანა ოდიაშვილმა გორში საფეხმავლო ტური  შექმნა.

ტურის შესახებ, რომელიც მსურველებს გორში ფეხით მოგზაურობას სთავაზობთ, ჟანა რადიო "მოზაიკას" ესაუბრა. როგორც გვითხრა, მისი მიზანი ქალაქის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაა.

“რამდენიმე წელი ვიმუშავე ტურიზმის სფეროში და მივედი დასკვნამდე, რომ სამწუხაროდ, გორი დღემდე სტალინის სინონიმია და მოგზაურები მხოლოდ მისი მუზეუმის სანახავად მოდიოდნენ გორში. არადა, ბევრად საინტერესო და ლამაზი ადგილები გვაქვს, მდიდარი ისტორიით“, - გვითხრა ჟანამ.

Jana safexmavlo turi gori

მან გორში ჩამოსული სტუმრებისთვის ფეისბუქ გვერდი Gori Free Walking Tour გააკეთა, სადაც ნებისმიერ ტურისტს ქალაქში არსებული ყველა ღირსშესანიშაობის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

“Walking Tour ანუ საფეხმავლო ტურები მსოფლიოს ბევრ ქალაქშია, სადაც ადგილობრივი გიდი უყვება ტურისტებს ქალაქის შესახებ. იდეაც ასე გაჩნდა. მინდოდა ჩემი ცოდნა გამეზიარებინა მოგზაურებისთვის და სხვა კუთხით დამენახებინა მათთვის ჩვენი ქალაქი“.

ჟანა ოდიშვილი ტურისტებს ჯერჯერობით მარტო მასპინძლობს, თუმცა აპირებს, რომ სამომავლოდ ტურისტული კომპანია ჩამოაყალიბოს და ადგილობრივი ახალგაზრდები დაასაქმოს.

ტურის ფარგლებში, გორში ჩამოსული სტუმრები ათვალიერებენ ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ და მათთვის საინტერესო ადგილებს, სტალინის მუზეუმის გარდა. 

Read 809 times Last modified on პარასკევი, 15 თებერვალი 2019 14:35

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი