ქსნის ერისთავები და მირმანოზ ერისთავის სასახლე მეჯვრისხევში

თებერვალი 16 2019

XIII საუკუნიდან გასაბჭოებამდე მეჯვრისხევში ყველაზე წარჩინებული ერისთავთა გვარი იყო. 

შიდა ქართლის საერისთავო ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნის მიჯნაზე შეიქმნა, როცა ფარნავაზ მეფემ ქვეყანა საერისთავოებად დაყო. ქსნის საერისთავო მონღოლთა შემოსევების შემდეგ XIII საუკუნეში წარმოიშვა. მასში შედიოდა მეჯუდის ხეობაც. სავარაუდოა, რომ ქსნის ერისთავთა ერთ-ერთ შტოს რეზიდენცია მეჯვრისხევში ჰქონდა, რადგან მეჯუდის ხეობაში მეჯვრისხევში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია.

XVIII საუკუნის 70-იანი წლებისთვის ქსნის საერისთავო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, რომელთა შორის მეჯუდის ხეობაცაა.

ქსნის ერისთავებსა და ამილახვრებს ხანგრძლივი დავა ჰქონდათ მამულების გამო და მეჯვრისხევიც ხან ერთის ხელში იყო და ხან მეორის. თუმცა ერისთავების გავლენა უფრო მეტი იყო, ვიდრე ამილახვრებისა.

საერისთავოს გაუქმების შემდეგ ქსნის ერისთავთა ერთი შტო სოფელ მეჯვრისხევში დამკვიდრდა. აქ იყო მათი რეზიდენცია.

სოფლის ცენტრში დღემდე შემორჩენილია მირმანოზ ერისთავის სასახლე, რომელიც წლებია სავალალო მდგომარეობაშია - ისტორიული ნაგებობა დროთაგანმავავლობაში ინგრევა. შენობის მეორე სართული მთლიანადაა დანგრეული, პირველი სართულისგან დარჩენილი ნაწილი რეკონსტრუირებულია. რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა მანანა ორბელიანის სახლ-მუზეუმისა და საქორწინო სახლის გახსნა. 90-იანი წლების მოვლენების გამო, ყველა სამუშაო დაკონსერვდა და დღეს ცუდ მდგომარეობაშია, როგორც მირმანოზ ერისთავის სასახლის ნაშთი, ასევე საბჭოთა პერიოდში მასზე დაშენებული ნაგებობა.

ციხე-გალავნიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთის ცილინდრული ფორმის კოშკი, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი