გასაბჭოების შემდეგ გორის სოფლებში რეპრესირებული ადამიანები

გაიხსენე ისტორია Written by  ორშაბათი, 25 თებერვალი 2019 11:54 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შეიჭრა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. გასაბჭოების შემდეგ, საქართველოში არაერთი ოჯახი გახდა რეპრესიის მსხვერპლი. უმეტესობა მათთგანი სასულიერო პირი ან ვაჭარი იყო. 

მწერალმა ვაჟა შაქარაშვილმა ერთ ნაშრომში მოუყარა თავი არქივში დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს, სადაც ასახულია, თუ რა ხდებოდა გორის სოფლებში 1921 წლის შემდეგ.

“უამრავი ადამიანი და ოჯახი ემსხვერპლა მაშინდელ რეპრესიებს. უმეტესწილად სოფელში მაცხოვრებელი ოჯახები იყვნენ. ძირითად სამღვდელოების წარმომადგენლები. ჩემს წიგნში აქცენტი გაკეთებულია ეკლესიებისა და სასულიერო პირთა მიმართ რეპრესიულ პოლიტიკაზე. მათ შორის იყო დახვრეტის და რეკვიზიციის არაერთი ფაქტი. მაგალითად, სახალხო კომისარიატი ითხოვდა სიას, რამდენი მღვდელი გაიკრიჭა. რამდენმა გაიკრიჭა წვერი ძალით და რამდენმა ნებაყოფლობით და ასე შემდეგ“, - ამბობს შაქარაშვილი.

მეჯვრისხევის სასოფლო საბჭო

ჩ.ვ-ს ხმის უფლება ჩამოერთვა დღიდან გასაბჭოებისა, როგორც სულით ავადმყოფს. დადგინდეს - დარჩეს შავ სიაში. 

ყულუმბეგაშვილი ვასო გიორგის ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა დღიდან გასაბჭოებისა, როგორც რელიგიური კულტის მსახურს. ამჟამად იმყოფება გორში. დადგინდეს - დარჩეს შავ სიაში.
კობერიძე მარო ბეჟანის ასული - ხმის უფლება ჩამოერთვა, როგორც ყოფილი ვაჭრის ცოლს (ქვრივი), რომლის შემდეგ სეზონურად, თვითონ განაგრძნობს წვრილმანით ვაჭრობას. თვითონ არის ინვალიდი და ინახავს ობლებს. დადგინდეს - აღდგენილ იქნას უფლებებში. 
ტეტუნაშვილი დავით ნიკოლოზის ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა 1926 წლიდან, როგორც ღვინით და ჭირნახულით მოვაჭრეს. 1929 წელს შეწყვიტა ვაჭრობა, რის შემდეგ ჰყავს საკუთარი ეტლი და არის მეეტლე. დადგინდა - დარჩეს შავ სიაში. 
ჩიკოიძე მაშო დიმიტრის ასული - შავსიელი, როგორც ვაჭრის ცოლი. ამჟამად გათვისებულია ქმართან და ეწევა სოფლის მეურნეობას. 
ხმიადაშვილი ვასო პავლეს ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა დღიდან გასაბჭოებისა, როგორც დიაკვანს. დიაკვნობას განაგრძობდა 1928 წლამდე. დადგინდა - დარჩეს შავ სიაში.

სოფელი ტყვიავი

ფალელოვი ტერნესა - ჩამოერთვა ხმის უფლება 1928 წელს, როგორც მღვდელს. ამჟამადაც მღვდლობს. დადგინდეს - დარჩეს შავ სიაში.

სოფელი ერგნეთი

დოიჯაშვილი ვასო - ხმის უფლება ჩამოერთვა, როგორც ფოდრაჩიკს. ფოდრაჩიკობას ეწეოდა 1927 წლამდე. ამჟამად ეწევა სოფლის მეურნეობას.

სოფელი შინდისი

ბერჯნიშვილი ივანე გიორგის ძე - ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს 1926 წლიდან, როგორც ყოფილ მაზრის უფროსს და მუდმივად დაქირავებული შრომით მოსარგებლეს. დადგინდა - ამოირიცხოს სიიდან, როგორც გასახლებული.

სოფელ ატენის სასოფლო საბჭო

მიხანაშვილი გიგა სოლომონის ძე - ხმა ჩამორთმეული აქვს, როგორც ვაჭარს. ვაჭრობას განაგრძობდა 1927 წლამდე. არის კოლექტივიზაციის წინააღმდეგი. დადგინდა - დარჩეს შავ სიაში.

სოფელი ქვემო ხვითი

კვინიკაძე გიორგი იოსების ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა, როგორც სოფლის დიაკვანს 1929 წელს. 
კვინიკაძე სვიმონ იოსების ძე - ხმის უფლება ჩაორთმეული აქვს, როგორც ყოფილ დიაკვანს 1929 წელს.

სოფელი დიცი

მძინარაშვილი ვასო რაჟდენის ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა 1928 წელს როგორც მღვდელს. ამჟამად არის განკულაკებული. დადგინდა - დარჩეს შავ სიაში.

სოფელი ფხვენისი

ამილახვარო რეზო ალექსანდრეს ძე - ხმის უფლება ჩამოერთვა, როგორც დამქირავებელ შრომით მოსარგებლეს. ხმის უფლება ჩამოერთვა 1927 წელს. ამჟამად გასახლებულია.


საბჭოთა ოკუპაციიდან 98 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს, ყოველდღიურად კი ე.წ საზღვრის გადმოწევით აგრძელებს მცოცავ ანექსიას.

Read 131 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი