კაცები, რომელთა საქმიანობასაც გორში ყველა იცნობს - გოჩას და ვასილის ისტორია

ადამიანური ისტორიები Written by  ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 08:12 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეს პროფესიები საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიივიწყა, გორში კარგი მლესავისა და მესაათის პოვნას დღესაც ადვილად შესაძლებელია - პროფესიით ელექტრო მექანიკოსი და აგრონომი კაცები, უკვე წლებია, გორში დანებს ლესავენ და საათებს აკეთებენ.

გოჩა გელაშვილი პროფესიით აგრონომია, თუმცა 22 წელია მლესავად მუშაობს. გორის ციხის ძველ უბანში ხელნაკეთ დაზგა აქვს და ამბობს, რომ მისთვის ეს საქმე შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დღის განმავლობაში რამდენიმე ხერხს, დანას, მაკრატელს და სხვა მეტალის ნივთს ლესავს. 

mlesavi gorii anas masala

 

“ ორი შვილის მამა ვარ. 22 წელია, სალეს დაზგაზე ვმუშაობ, ჩემი ხელით ავაწყე. წლების წინ გამიჩნდა იდეა. ვლესავ დანებს, ხერხებს, მაკრატლებს. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ძველი ხმალი მომიტანეს გასალესად. სამუშაო დამღლელია, ფიზიკური სიძლიერეა საჭირო. სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს. დღის განმავლობაში, ხან არის სამუშაო ხან არა, ერთიანობაში უკმაყოფილო არ ვარ, საბნის პრინციპით ვცხოვრობ - სადამდეც მწვდება, იქამდე ვიფარებ. ადგილი, სადაც ვდგევარ კერძო მესაკუთრისაა და თანხას ვუხდი“, - ამბობს გოჩა.

გორის 21-ე ბაზარში მესაათე ვასილ არხოშაშვილის ჯიხური ყველამ იცის, პროფესიით ელექტრო მექანიკოსს მესაათის ხელობა ბავშვობაში ნათლიამ შეასწავლა.

saatebi gori axanasss

 

თავისი პროფესიით საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თავს საათების შეკეთებით ირჩენს. 

“მყავს მეუღლე და ორი გოგონა. ერთი სტუდენტია, მეორე სამედიცინოზე სწავლობს. საათების გაკეთება ბავშვობისას ვისწავლე, ნათლია მყავდა მესაათე და მან მასწავლა. პროფესიით ელექტრო მექანიკოსი ვარ. საკონსერვო ქარხანაში ვმუშაობდ ჩემი პროფესიით. სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს, მეუღლე დიასახლისია. ჩემი შრომით ვარჩენ ოჯახს. დღის განმავლობაში, ხან 10, 15, 20 ლარია . შეიძლება, ისიც არ იყოს. ადგილში ფულს ვიხდი, ხელშეკრულება მაქვს დადებული ბაზრის ხელმძღვანელობასთან. უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვა შემთხვევაში ვერ იმუშავებ“, - გვითხრა ვასილმა.

mesaate gori anas masala

როგორც გოჩა და ვასილი გვეუბნებიან, მესაათისა და მლესავის პროფესია დღეს ნაკლებად პოპულარულია და მსგავსი ხელსაქმისადმი ახალგაზრდები ინტერესს ნაკლებად იჩენენ.

Read 2196 times Last modified on ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 09:14

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი