გასაბჭოების შემდეგ გორში დანგრეული და დახურული ეკლესიები

თებერვალი 28 2019

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მასიურად დაიწყო სასულიერო პირების შევიწროვება და ეკლესია-მონასტრების ნგრევა.

ეკლესიები დაინგრა გორსა და გორის სოფლებშიც.

1928 წლის 13 მარტის გორის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის ოქმში წერია:

“რადგან მთელმა რიგმა კომისიებმა დაამტკიცეს, რომ ოქონის ეკლესიის შენობის მდგომარეობა საშიშია და ადვილად შეიძლება რაიმე მარცხი მოხდეს, რასაც მოჰყვება ადამიანის მსხვერპლი, ამიტომ იქმნეს დანგრეული; ახალი ეკლესიის ასაშენებლად, თუ ამას მოითხოვს მორწმუნებულთა საზოგადოება, - მიეცეთ შესაფერისი ადგილი, ეკლესიის შენობა იქმნეს დანგრეული არა უგვიანეს მაისის 1-სა, აღდგომის უქმების შემდეგ“.

მწერალ ვაჟა შაქარაშვილის წიგნში ვკითხულობთ, რომ ეკლესიების ნანგრევებს ღარიბ მოქალაქეებს სახლების ასაშენებლად აძლევდნენ.

“დანგრეული ეკლესიები გარდა ოქონისა, სომხების ახალი ეკლესიისა და ფრანგების ეკლესიისა, ყველა დანგრეული ეკლესიების დანგრევის უფლება მიეცეს აღმშენებლობით კავშირს და ნანგრევებიდან ამოღებული მასალები გადაეცეს უღარიბეს მოქალაქეთ და წყალდიდობისაგან დაზარალებულ მოქალაქეთ, სახლების ასაშენებლად. გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი დ არაერთი სახლი, მათ შორის სასწავლო-სამედიცინო დაწესებულება აშენდა“.

ეკლესია-მონასტრების დანგრევის გარდა იხურებოდა მოქმედი ტაძრები, სასულიერო პირებს კი დევნიდნენ.

დახურული ეკლესიები გორის სოფლებში:

1. ატენის ღვთისმშობლის ეკლესია 

2. ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია 

3. რეხის ღვთისმშობლის ეკლესია 

4. დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია 

5. თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია

6. ხელთუბნის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია 

7. სვენეთის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია 

8. რეხის ეკლესია

9. ბერბუკის მთვარანგელოზის ეკლესია 

10. სუფსაქრქისი, ს. დიდი მეჯვრისხევი 

11. წმ. მარინე - დიდი მეჯვრისხევი 

12. უსანეთი - დიდი მეჯვრისხევი 

13. ღვთისმშობლისა, უკუღმასოფელი 

14. ღვთისმშობლისა სოფელ აძვში

15. სამებისა კარბში 

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი