ცოტა რამ მერეთში დაბადებული მწერლისა და მთარგმნელის შესახებ

თებერვალი 17 2018

ცნობილი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე, 1839 წლის 6 დეკემბერს  გორის რაიონ სოფელ მერეთში დაიბადა, მისი ოჯახი ღარიბი აზნაურები იყვნენ. მწერალს უშუალოდ დედა ზრდიდა. მომავალ მწერალს წერა-კითხვაც სწორედ მან შეასწავლა.

ოჯახის ხელმოკლეობის გამო ფურცელაძემ სამოქალაქო სასწავლებელში სწავლა ვერ შეძლო. მხოლოდ 11 წლის ასაკში შეძლეს მისმა მშობლებმა და ანტრონი ქ. ორიოლის კადეტთა კორპუსში მიიყვანეს, სადაც სწავლა უფასო იყო.  ამ სასწავლებელში ანტომ ფურცელაძემ სამი წელი ისწავლა. 1854 წელს ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სასწავლებელი და სამშობლოში დაბრუნუბულიყო.

ანტონ ფურცელაძის ინტელექტუალურ ცხოვრებას რუსეთში მცირე ხნით ცხოვრებამ გაკრვეული კვალი მაინც დაამჩნია, კადეტთა კორპუსში სწავლისას მან კარგად შეისწავლა რუსული ენა და 60-იან წლებში რუსულ ენაზე მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთ ხანს სოფელში დარჩა და დიდი მონდომებით ეწეოდა თვითგანვითარებას. თავისი ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, მან დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერად დაიწყო მუშაობა. თუმცა აქ დიდ ხანს არ დარჩენილა და მალე თბილისსში გადავიდა, ამ დროიდან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობაც.

1861 წელს ფურცელაძემ თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ „ცისკართან“, თავიდან ის მთარგმენალად მუშაობდა, იგი 1861 წელს „მამათა და შვილთა ლიტერატურულ პაექრობაში“ „შვილების“ მხარეს დადგა მთელი თავისი შეგნებით ჩაება ამ ბრძოლაში ძველი თაობის წინააღმდეგ. ფურცელაძე ასევე თანამშრობლობდა ჟურნალ „ დროებასთან“. 

ფურცელაძეს თავისი მოღვაწეობის მანძილზე შავ ლაქად გაჰყვა ერთი ინციდენტი, როდესაც ის ნიკო ნიკოლაძეს რედაქციაში მიუვარდა და მისი მოკვლა ორჯერ სცადა. ორივე ჯერზე ნიკოლძემ მოახერხა და იარაღზე ხელი აუკრა, ტყვიამ მხოლოდ ხელი გაუკაწრა. ფურცელაძის განრისხების მიზეზი ჟურნალ „მნათობზე“ გამოქვეყნებული ნიკო ნიკოლაძის კრიტიკული წერილი იყო. აღნიშნული ჟურნალი ანტონ ფურცელაძის თაოსნობით გამოდიოდა.

ანტონ ფურცელაძის კალამს ეკუთვნის ცნობილი რომანი „მაცი ხვიტია“ რომელიც 1869 წელს დაწერა. ამ რომანის გარდა მწერალს პოპულარობა მოუტანა ტრაგედიამ „დიდი მოურავი.“

ანტონ ფურცელაძემ სიცოცხლის ბოლო წლები სოფელ არბოში გაატარა, 1913 წელს გარდაიცვალა და მისი ანდერძის მიხედვით, სოფელ მერეთში დაკრძალეს.

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი