10 საინტერესო ცნობა სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკა" 10 საინტერესო ცნობას სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ. 

1. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა სტალინმა, საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოსტდამში.

2. პროექტის, რომლის ფარგლებშიც იოსებ სტალინის სახლი აღდგა და დამცავი ნაგებობები აიგო, არქიტექტორი არჩილ ქურდიანია. 

3. სტალინის სამუზეუმო კომპლექსის საერთო ფართობი 3529.7 კვ/მ-ია.

4. სტალინის სახლ-მუზეუმში 1939 წელს გადაიღეს ფილმი "სახლი გორში", რომელიც საბჭოთა გორის ცხოვრებას ასახავს. 

5. მუზეუმის ფონდში ამჟამად 47 045 ნივთიერი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და 12 756 დამხმარე სამუზეუმო მასალაა დაცული.

6. მუზეუმის შენობა მოპირკეთებულია ეკლარის ქვით და თეთრი მარმარილოს პერანგით.

7. ნიღაბი, რომელიც მუზეუმში ინაღება, სტალინის გარდაცვალების შემდეგ არის აღებული. იგი 1953 წლის 6 მარტს, დილის 4 საათზე მოქანდაკე მანიზერმა აიღო.

8. ყველაზე ცოტა ვიზიტორი მუზეუმს 1998 და 2005 წლებში ჰყავდა - ვიზიტორების რიცხვმა 10 102-ს შეადგინა. 2018 წელს კი,  სტალინის მუზეუმს დაახლოებით 160 ათასი ვიზიტორი ეწვია.

9. სტალინის სახლ-მუზეუმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მუზეუმიდან შემოსული თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება. 

10. უკვე წლებია, მიმდინარეობს საუბარი სტალინის სახლ-მუზეუმის კონცეფციის ცვლილების საჭიროებაზე - საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მას სტალინის მუზეუმი უნდა ეწოდოს და საბჭოთა დიქტატორის მოღვაწეობა ასახოს. 

 

Read 262 times Last modified on ორშაბათი, 04 მარტი 2019 11:00

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი