ნამუშევრები, რომლებსაც ძირითადად ეკლესიაში ვხვდებით

Rate this item
(0 votes)

ზურა მურადაშვილს ბავშვობიდან უყვარდა „ჩხირკედელაობა“. ამბობს, რომ ბევრი რამის შეკეთება შეეძლო, თუმცა ერთი კონკრეტული საქმით არასდროს ყოფილა გატაცებული.

ყველაფერი წლების წინ შეიცვალა, როდესაც ეკლესიაში სიარული დაიწყო და მისი ყურადღება ხეში ნაკვეთმა ინვენტარმა მიიპყრო. შემდეგ გადაწვიტა, შეესწავლა და ახლა ზურაბ მურადაშვილი გორში ხეზე კვეთის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია.

თავად ამბობს, რომ მხოლოდ კვეთა არ არის ხეზე მუშაობა, საჭიროა, იყო ხუროც. სახლთან აქვს სახელოსნო, სადაც მეგობრებთან ერთად მუშაობს. საქმე დანაწილებული აქვთ და თითოეულმა კარგად იცის საკუთარი ხელობა.

28053968 1604328916323598 1810173791 n

მუშაობის პროცესს ნადირობის აზარტს ადარებს - არ არსებობს წინასწარი ცუდი და კარგი განწობა. სწორედ მუშაობის დროს იზრდება მოტივაცია.

შეკვეთები ძირითადად ეკლესიიებიდან აქვს. ყველაზე მასშტაბური რაც გაუკეთებია, ლეჩხუმის წმ. გიორგის ტაძრის შიდა მოწყობაა - მთავარი შესასვლელი კარი, კანკელის და  აღსავლის სადიაკვნე კარები, ტრაპეზის ქვა, კიოტები, სასანთლეები, ანალოგია და სხვა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ხატის უბრალო ჩარჩოს დამზადებასაც კი.

28175727 1604328889656934 383866725 n

ზურაბი ხის გარდა, თაბაშირზე და ქვაზეც კვეთს. მისთვის ყველა გაკეთებული ნივთი ერთნაირად ძვირფასია. მათი უმრავლესობა ეკლესიისთვის მზადდება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მუშაობის გარკვეული სტანდარტი, მას საკუთარი ხელწერა აქვს და ერთმანეთს არცერთი ნაკეთობა არ იმეორებს. რაც მთავარია, ყველგან ქართული ორნამენტებია გამოყებული.

28117481 1604328886323601 1025855516 n

თავად აღნიშნავს, რომ ფუფუნებაა ხისგან ავეჯის დამზადება, რადგან მასალის სიძვირესთან ერთად, ეს დიდ შრომასაც მოითხოვს, ამიტომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ასეთი შეკვეთები მოსახლეობისგან  ნაკლებია.

საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია. ბედნიერია, რომ ხეზე კვეთა, რომელიც ერთ დროს ჰობი იყო, ახლა მისი მთავარი და საყვარელი საქმიანობაა.

Read 1490 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი