წარმატებული სპორტსმენები გორის მე - 11 სკოლიდან

Rate this item
(0 votes)

ბირთვის კვრა, ჭიდაობა და კრივი - სპორტის ამ სახეობებში ახალგაზრდა სპორტსმენებმა, გიორგი მუჯარიძემ, გიორგი გეგელაშვილმა და ზურა მენაბდიშვილმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

გიორგი მუჯარიძემ ბირთვის კვრაში საქართველოს ყველა ასაკობრივი რეკორდი მოხსნა. გორელი მძლეოსანი უკვე 7 წელია სპორტის ამ სახეობაშია ჩაბმული. ამბობს, რომ დღეში მინიმუმ 4 საათს ვარჯიშობს.

„თავდაპირველად, საერთოდ არ ვიცოდი, ბირთვის კვრა რა იყო. შემდეგ სკოლიდან წამიყვანა ჩემმა სპორტის მასწავლებელმა და გზაში მიხსნიდა დაახლოებით როგორი იყო ეს ბირთვი. როცა მივედით და პირველი ვარჯიში ჩამიტარეს, მომეწონა და იქიდან ნელ - ნელა შევყევი ამ სპორტს“, - ამბობს გიორგი.

20 წლის გიორგი მუჯარიძე რამდენიმე ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჯერჯერობით, ყველაზე დიდი წარმატებას მუჯარიძემ ლიხტენშტაინის ქალაქ შაანში გამართულ ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატზე მიაღწია.  გორელმა მძლეოსანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

lika lika 1 

„პირველი  იყო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ამჟამად საქართველოს ყველა ასაკობრივი რეკორდი უკვე ჩემია. ბოლო შეჯიბრზე დიდების ზამთრის რეკორდიც მივაყოლე და საუკეთესო შედეგიც დავაფიქსირე . ბოლო პერიოდში გამორჩეული შეჯიბრი, რომელიც მოვიგე, ეს იყო მცირე ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი“, - გვითხრა გიორგიმ.

გიორგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. შეკრებებზე მისი წიგნებით დანახვა არავის უკვირს.

„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირებას. მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ხშირად შეკრებებზე დამაქვს უნივერსიტეტის საკითხები და ვსწავლობ, როგორც შემიძლია“, - ამბობს მძლეოსანი.

გიორგი გეგელაშვილი მხოლოდ 17 წლისაა,  მაგრამ ის უკვე ევროპის სამგზის ჩემპიონია ჭიდაობაში 

„7 წელია, რაც ვვარჯიშობ. მთელს დროს ვარჯიშს ვუთმობ, ძირითადად სულ შეკრებებზე ვარ. ერთხელ ევროპის პრიზიორი გავხდი, შემდეგ უვე ევროპის ჩემპიონი, სამ გზის მსოფლიო პრიზიორი და ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონი“.

 lika lika2

ამბობს, რომ სწავლის გაგრძელებას აპირებს.

„ვაპირებ გავაგრძელო სწავლა, თუმცა არ გადამიწყვეტია, რა პროფესიას შევარჩევ“.

საქართველოს 4 გზის ჩემპიონი კრივში, ზურა მენაბდიშვილი ეროვნულ გამოცდებზე წელს გავა. ზურას სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში სურს სწავლა.

„წელს ვაპირებ გამოცდებზე გასვლას, ფიზკულტურულზე მინდა ჩაბარება. 10 წელია, რაც კრივით ვარ დაკავებული. ვარჯიში ძალიან დიდ დროს მართმევს“, - ამბობს ზურა.

 lika lika 3

ზურა არერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. 2016 წელს ის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.

„ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და დიდი სიხარული ევროპის პრიზიორობა იყო.  ვარ საქრთველოს 4 გზის ჩემპიონი.

ასევე, გავიმარჯვე საერთაშორისო ტურნირებში.  ანაპაში, უკრაინაში, ბელარუსიაში, ბაქოში და ასე შემდეგ. დიდი ტურნირები რასაც ეძახიან "ა" კლასის საერთაშორისო ტურნირი, სადაც იღებს მონაწილეობას არაერთი ქვეყანა და რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე უნგრეთში. გავხდი ევროპის პრიზიორი“.

Read 399 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი