Print this page

15 ცნობილი ადამიანი, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა

თებერვალი 17 2018

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ მოკლე ინფორმაციებს იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, ვინც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ.

 

kirioni

საქართველოს პატრიაქრქი კირიონ მე-II (ერისკაცობაში იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) 1855 წლის 10 ნოემბერს გორის რაონი სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა. იგი იყო ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი. კირიონ მე-II 1918 წელს, მარტყოფში გარდაიცვალა. საქართველოს მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.

sofrom

ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე სოფრომ მგალობლიშვილი დაიბადა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 1851 წლის 20 ივლისს. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. იგი გარდაიცვალა თბილისსში 1925 წლის 30 ნოებერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

niko samadashvili

ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი ნიკო სამადაშვილი გორის რაონ სოფელ ხიდისთავში 1905 წლის 19 ივლისს დაიბადა. მისი მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა. თუმცა მისმა ლექსებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ იხილა მზის სინათლე. ცხოვრების ბოლომდე იგი ბორჯომის რაიონ სოფელ სადგერში სკოლაში ასწავლიდა. პოეტი 1963 წლის 1 მაისს გარდაიცვალა.

gogebashvili

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ვარიანში დაიაბადა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. მისი დაწერილმა „დედა ენამ“ და „ბუნების კარმა“ დიდი როლი ითამაშა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში. იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წელს თბილისსში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

eka

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ეკატარენე გაბაშვილი დაიბადა 1851 წლის 16 ივნისს გორში. მისი პირველი ნაწარმოები„გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ ჟურნალ „დროებაში“ 1870 წელს გამოქვეყნდა, შემდეკ კი მას მოჰყვა „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“ და სხვა მოთხრობები. მისი მოთხორობების მიხედვით ქართველმა რეჟისორებმა რამდენიმე ფილმიც გადაიღეს. ეკატერინე გაბაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრების შემოიტანა. მწერალი 1938 წელს ახალქალაქში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

gggg

ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური 1852 წელს გორის რაონ სოფელ არბოში დაიბადა. მისი პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. 1885 წელს კი მისი ლექსებისა და მოთხრობების ცაკლე წიგნი გამოიცა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. ლომოურის ფსევდონიმემი იყო: "ლევან ცაველი", "არბოელი", "გორელი" და სხვა. ნიკო ლომოური 1915 წელს გორში გარდაიცვალა.

anton

ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე 1839 წლის 6 დეკემბერს გორის რაონ სოფელ მერეთში დაიბადა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ გამოცემებთან, როგორებიცაა : ჟურნალი „დროება“ და ჟურნალი „ცისკარი“. ყველაზე დიდი აღიარება 1869-70 წლებში დაწერილმა რომანმა „მაცი ხვიტიამ“ მოუტანა. მოგვიანებით მისი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოვიდა ჟურნალი „მნათობი“, რომელმაც 1872 წლამდე იარსება. ანტონ ფურცელაძე გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.

mmmmm

ქართველი ფილოსოფოსი და მეცნიერებათა დოქტორი მერაბ მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს გორში დაიბადა, იგი ბავშვობიდან გამორჩეული მოაზროვნე იყო, არ აკმაყოფილებდა მიღებული. თავისი მოღვაწეობის მანძილზე მამარდაშვილმა გამოსცა ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაშრომები, როგორებიცაა: აზროვნების ფორმები და შიგთავსები“„სიმბოლო და ეჭვი“„რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“„როგორ მესმის ფილოსოფია“ და სხვები. მამარდაშვილი 1990 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. გორში ერთ-ერთ ქუჩის კედელზე გამოსახულია მერაბ მამარდაშვილის ბარელიეფი.

ivane

ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი გორის რაონ სოფელ თამარაშენში 1854 წელს დაიბადა. მაჩაბელმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, საშუალო განათლება მან თბილისის გიმნაზიაში მიიღო. ივანე მაჩაბელმა 1873 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად ქართულად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“. 1883 წელს იგი გაზეთ „დროებას“ რედაქტორი გახდა. ოფიციალური წყრაობის ცნობით მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

xoshta

ქართველი ნოველისტი და საზოგადო მოღვაწე ანასტასია ერითავი-ხოშტარია 1868 წლის 3 თებერვალს გორში დაიბადა. იგი ერთ ხანს მშობლიურ ქალაში მასწავლებლად მუშაობდა. მანვე დაარსა უფასო სკოლა გლეხების შვილებისთვის. მის სახელს უკავშირდება პირველი ქალთა ორგანიზააცის „მანდილოსანის“ დაარსება.ანასტასია იყო პირველი ქართველი მწერალი ქალი, რომელმაც ყურადღება ქალთა პრობლემებზე გაამახვილა.

niko

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი 1897 წლის 26 დეკემბერს გორის რაიონ სოფელ ტყვიავში დაიბადა. მის სახელ იკავშირდება ბოტანიკური სკოლის დაარსება საქართველოში. იგი იყო საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე. ჯერ კიდევ 1921 წლის თებერვალში იგი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

nato gabunia

პირველი მსახიობი ქალი ნატო გაბუნია 1859 წლის 13 თებერვარს გორში დაიბადა, სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. გორში იხილა იგი დავით ერისთავმა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია. ნატო გაბუნია ჭეშმარიტად სახალხო მსახიობი იყო. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში და სოფლად. დიდია მისი ღვაწლი სენაკის დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.

aleqsandre

ქართველი სპეციალისტი გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ნადირაძე 1914 წლის 20 აგვისტოს გორში დაიბადა. ნადირაძის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება იყო საფრენი აპარატების მექანიკა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა „МР-1“. მის სახელს გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ერთ-ერთი ქუჩა ატარებს.

cincadze

ქართველი კომპოზიტორი სულხან ცინცაძე 1925 წლის 23 აგვისტოს გორში დაიბადა. მისი მუსიკალური კარიერა 1940 წლიდან იწყება, როდესაც ჩელოზე დაკვრა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში დაიწყო. მისმა პირველმა კომპოზიციამ, რომელშიც ქართული ხალხური სიმღერის ელემენტები გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, დიდი წარმატება მოუტანა. სულხან ცინცაძის შემოქმედებას ეკუთვნის ასევე რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცრტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო. მის სახელს გორში არსებული სამუსიკო კოლეჯი ატარებს.

iliko

ქართველი მოცეკვავე, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დამფუძვნებელი ილიკო სუხიშვილი 1907 წლის 4 აპრილს გორში დაიბადა.ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით ანსამბლმა დადგა შესანიშნავი ქართული ცეკვები: „ქართული“, „ფერხული“, „ფარცა“, „მხედრული“, „ხორუმი“ და სხვა. ასევე მან დადგა ცეკვები სპეკტაკლებში: „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“, „დემონი“ და სხვა. ილიკო სუხიშვილი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იდგა რესპუბლიკის ქორეოგრაფიული ცხოვრების შუაგულში. მისი ძეგლი გორში, ვერხვების დასახლებაში, მისივე სახელობის ქუჩაზე დგას.