18 მარტი ქართველი გმირის წამების დღე - მერაბ მინდიაშვილის ისტორია

Rate this item
(0 votes)

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტში დაბადებული მერაბ მინდიაშვილი 1991წლის 18 მარტს  რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ერედვის გზაზე კუნძზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს.

 

მინდიაშვილი 1989-91 წლებში რუსი და ოსი სამხედროების წინააღმდეგ, თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა.

 

ამბობდნენ, რომ ოსებს მისი მოკვლისთვის ჯილდოც ჰქონდა დაწესებული, მისი სიკვდილის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალში ფოიერვერკი გაუშვეს. ამის შესახებ მის წამებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოსმა მოყვა.

"ისე მოხდა, რომ 1990 წელს დიდი ლიახვის ხეობაში კუნძზე მიბმული ერთი ქართველი მღეროდა, ვიდრე ცეცხლმა მისი სხეული ფერფლად არ აქცია.“

 

თანასოფლელები მერაბს ზედმეტსახელად ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათის გამო “ვიროს“ ეძახდნენ. როდესაც ტყვედ ჩავარდა და სასიკვდილოდ განწურული ხის კუნძზე მიაბეს, არ შეშინებულა, ცეცხლმოკიდებული მერაბ მინდიაშვილი ხმამაღლა მღეროდა “შავლეგოს“.

სამაჩაბლოს ომის გმირის ტრაგიკული სიკვდილიდან  28 წელი გავიდა.

 

Read 610 times Last modified on ორშაბათი, 18 მარტი 2019 12:18

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი