რუსების თარეში გორში 1992 წელს

გაიხსენე ისტორია Written by  სამშაბათი, 20 თებერვალი 2018 08:20 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, შეიქმნა ეროვნული გვარდია. გვარდიის შემნას არმიის ჩამოყალიბება მოჰყვა. ქართველებს შესაძლოა კადრის ოფიცრების პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ შეიარაღების და საბრძლო მარაგის დეფიციტს ნამდვილად განიცდიდნენ. ერთი შეხედვით, გამოსავალი მოინახა: საქართველოში დისლოცირებული რუსული ბაზებიდან ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა. მთავარი იყო ფული გადაგეხადა.

მაგალითად, ასე მივიღეთ ახალციხეში დისლოცირებული ყოფილი საბჭოთა დივიზიისაგან ტანკები, ჰაუბიცები და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.

nodari 1

ხშირად იარაღის გადაცემა რუსი გენერალიტეტისაგან მალულად ხდებოდა. სამხედროები ყიდდნენ იარაღს და შემდეგ ახდენდნენ სამხედრო საწყობებზე თავდასხმის იმიტაციას - ვითომ ბანდიტური დაჯგუფებები დაესხნენ თავს და იარაღი გაიტაცეს. ასე ხდებოდა აზერბაიჯანში, ჩეჩნეთში, დაღესტანში.

nodari 12

ასეთი სცენარით დაიგეგმა ეროვნული გვარდიისათვის გორის სატანკო ბაზიდან იარაღის წამოღება. გეგმის თანახმად, ქართულ შენაერთს ბაზაზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეხდინათ და იარაღი გაეტაცათ. რუს სამხედროებს კი დამიზნებით არავისათვის უნდა ესროლათ.

დათქმულ დროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის შენაერთი გორის სატანკო ბაზას მიუახლოვდა. ბაზის ხელმძღვანელობას ფული აღებული ჰქონდა. ამიტომ ქართველები უშიშრად შევდინენ ბაზის ტერიტორიაზე. ქუთათელაძეს 35 ჯარისკაცი ახლდა თან. ყველამ იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა.

nodari 16

სროლა მოულოდნელად დაიწყო. პირველად სნაიპერმა გაისროლა. ერთ-ერთი პირველი ბესიკ ქუთათელაძე დაეცა. სროლა ერთდროულად რამდენიმე მხრიდან ატყდა. ნათელი გახდა, რომ რუს სამხედროებს ჩასაფრება ჰქონდათ მოწყობილი.

ქართული შენაერთი უკვე საკმაოდ ღრმად იყო ბაზის ტერიტორიაზე შესული, ამიტომ უკანდახევა გაძნელდა. რამდენიმე წუთში ქართველებს 19 ჯარისკაცი დაეღუპათ. რუსი სამხედროებიდან კი 3 ადამიანი დაიჭრა.

nodari 14

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. რუსმა ჯარისკაცებმა უკვე მძიმე ტექნიკის საბრძოლოდ გამართვა დაიწყეს. ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ფარეხებიდან გამოიყვანეს. ჰაერში შვეულმფრენები აფრინდა. 

ამის შემდეგ კი დაიწყო განუკითხაობა გორის ქუჩებში. რუსი ჯარისკაცები არაფერს მორიდებიან. სროლა ყველგან უმისამართოდ მიმდინარეობდა.

nodari 7

იმ დღეს მთელ ქალაქში ტანკები დაგრუხუნობდნენ. გორელებს ახსოვთ ის ფაქტი, თუ როგორ გადაუარა ტანკმა გორელების მანქანას, სადაც 4 ახალგაზრდა იჯდა.

უფრო ადრე კი 13 წლის მოზარდი დახვრიტეს. მას ზურგში ესროლეს.

სახლის ფანჯრებისათვის სროლა კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რამდენიმე ხელყუმბარა ეზოებშიც ისროლეს.

რუსი სამხედროების თარეშს 9 გორელი შეეწირა.

ორ თვეში კი აფხაზეთის ომიც დაიწყო.

nodari 9

 

Read 4300 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი