რამდენად ვუფრთხილდებით და ვზრუნავთ გარემოზე - გორის სინამდვილე

Rate this item
(0 votes)

ავტორი: ბახვა გელაშვილი, მოსწავლე

დღეს-დღეობით ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა და სწორედ ამ ერთერთ პრობლემაზე მსურს საუბარი. 

ეკოლოგია, ეს არის ის სიტყვა, რომელსაც ბევრი მნიშვნელობა გააჩნია: ბუნება, ჯამრთელობა, გადამუშავება და რა თქმა უნდა, სისუფთავე. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერჯერობით არ არის ეკოლოგიისა და სისუფთავის დაცვის პრობლემა მნიშვნელოვნად მიღებული. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაინახოთ ამისი მაგალითი.

ზოგადად, ქალაქში ცოტაა სკვერები და პარკები და იქაც ხშირად ნახავთ გადაგდებული პოლიეთილენის, მინის, ან თუნუქის ბოთლს, ან რაიმე პაკეტს. არადა, ამ ადგილებს მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებს ნაგვის ურნიდან.

ქალაქის ცენტრშიც კი, მიწისქვეშა გადასასვლელები ძალზედ სავალალო მდგომარეობაშია.

ბევრჯერ მიფიქრია, თუ რატომ არ ამონტაჟებდნენ ამ გადასასვლელებში გამმანათებელ ნათურებს და მგონი, იმიტომ, რომ თვითონ მათთაც არ უნდათ იმ სიბინძურის დანახვა. ამ შემთხვევებში, მთავარ დამნაშავედ ჩვენი საზოგადოების დაბალი სამოქალაქო ცნობიერება მიმაჩნია. ეს პრობლემები ხალხის გადასაჭრელია.

რა თქმა უნდა, გამონაბოლქვი ერთ-ერთი ის ფაქტორია რომელიც ეკოლოგიაზე საუბრისას გვახსენდება. გამონაბოლქვის პრობლემის გადაჭრა რთულია. ამისთვის დიდი ხარჯებია საჭირო, მაგრამ ევროპისა და დასავლური ქვეყნები ამას უკვე წარმატებით ახერხებენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის ერთ-ერთი პრობლემა მაინც ჩვენი მდინარეების დაბინძურებაა. ამის მაგალითი ბევრია: მტკვარი, ლიახვი, და თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტთან არსებული მდინარე.

ძალიან ბევრჯერ მინახავს ლიახვის ნაპირებსა და მცირე კუნძულებზე ათასი სახეობისა და შემადგენლობის ნაგავი.

მდინარეების დაბინძურება არა მხოლოდ მდინარის ეკოსისტემის, არამედ ხშირად ადამიანის სერიოზულ დაავადებას და ზოგჯერ უარესსაც იწვევს.

ასევე, მსურს შევეხო ბუნების დაბინძურების საკითხს. საბედნიეროდ, გორს გარშემო ულამაზესი ბუნება და ადგილები არტყავს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენვე არ ვიცით ამ ბუნების მოვლა. გორიჯვრის ფერდობი ან ატენის ხეობა. ეს იმ პოპულარული საპიკნიკე ადგილების მცირე ჩამონათვალია სადაც თითოეულ გორელს სურს დროის მხიარულად გატარება, მაგრამ როცა დასრულებისას რაიმე ნაგავს ტოვებ, ამით უკვე არამარტო ბუნება არამედ ხალხიც ზიანდება, რადგან ის ულამაზესი ადგილი დანაგვიანებული დახვდებათ. 

2018- 2019 წელს, ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვხვდი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, და მინდა გულწრფელად და გულისტკივილით გითხრათ, რომ აქ ვერცერთ ურნას ვერ ნახავთ გადამამუშავებელი სექციის გარეშე. პლასტმასის და ფურცლის ნაგავს თავისივე ურნა აქვს გადასამუშავებლად, ხოლო დანარჩენს - თავისივე ურნა. რა თქმა უნდა, აქაც ცხოვრობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არანაირად არ აინტერესებთ გადამუშავება ან ეკოლოგიის დაცვა, მაგრამ უმეტესობა უკვე იმ მენტალიტეტით არის გაზრდილი, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ.

ერთ-ერთ დღეს, მე და ჩემი მასპინძელი ოჯახი მცირე ლაშქრობაში წავედით. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი და გამიკვირდა, თუ როგორი სუფთა და ხელშეუხებელეი მდელოები და ტყეები იყო. ასევე, შევამჩნიე მათი მოპყრობა ნაგვის მიმართ - მათ თავიდანვე ქონდათ გათვლილი, თუ რას სად მოათავსებდნენ და ფაქტობრივადა ნამცეცსაც კი არ ტოვებდნენ ტყეში. შემდეგ კი შევამჩნიე მათი ასეთი მოპყრობის შედეგი, როცა არანაირი პოლიეთილენისს პარკი ან ბოთლი არ შემხვდა გზაზე და უფრო მეტად ვისიამოვნე ბუნებით.

სწორედ ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ, გამიჩნდა დიდი სურვილი ამ პრობლემაზე საუბრისა.

გორსა და საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს ეკოლოგიურ და ბუნებრივ საკითხებში, მაგრამ ჩვენ, მაცხოვრებლები სამწუხაროდ ვერ ვაცნობიერებთ ამ პოტენციალის მნიშვნელობას და სიტუაციას ვაუარესებთ, ხოლო ამის ერთ ერთი გადჭრის გზა სწორედ გორის მაცხოვრებლების ინფორმირება და ბუნების გაუმჯობესებისთვის აქტივობებში ჩართულობაა.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 195 times Last modified on ორშაბათი, 25 მარტი 2019 11:58

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი