გორელი მოსწავლე, რომელიც ბას-გიტარაზე უკრავს და მუსიკოსობას აპირებს

Rate this item
(0 votes)

გორის მე-11 საჯარო სკოლაში სწავლობს 16 წლის ბიჭი, რომელიც ბას-გიტარაზე უკრავს და მუსიკოსობას აპირებს.

არტემი ყოველ შაბათს 9:00 საათზე იღვიძებს, ყავას სვამს და პირდაპირ მუსიკალურ სკოლაში მიდის. იქ საკუთარ ბენდთან ერთად რეპეტიციას გადის და ეს პროცესი არასოდეს ღლის. 

"შაბათი მიყვარს. სკოლა არ არის, თუმცა მაინც ადრე ვიღვიძებ. ვსვამ ყავას, 10 საათზე მივდივარ მუსიკალურ სკოლა  „იბერიაში“. იქ რეპეტიცია მაქვს ჩემს ბენდთან", - გვიყვება არტემ ორხმაზოვი. 

ის ბას-გიატარაზე უკრავს. როგორც გვეუბნება, მისი ბენდის რეპერტუარი როკს, ბლუზს, ჯაზს და ხანდახან პოპ-მუსიკასაც მოიცავს. 

"მუსიკა ჩემს ცხოვრებაში დიდ ნაწილს იკავებს. ბავშვობიდან მიყვარს როკი და ამიტომ გადავწყვიტე, მომავალში მუსიკოსი გავმხდარიყავი". 

არტემი სხვა საქმეებსაც მუსიკის თანხლებით აკეთებს - მაგალითად, სეირნობის დროს მუდამ საყვარელ შემსრულებლებს უსმენს და სხვანაირად, ვერ წარმოუდგენია. 

"ახლა ძირითადად ვუსმენ Pink Floyd -ს, Metallica-ს, Megadeth-ს, Deep Purple-ს".

არტემმა გიტარაზე დაკვრა 4 წლის წინ დაიწყო. მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ წლების მალე ასე კარგად დაუკრავდა. 

"სწავლის პროცესი გრძელდება და ეს რეპეტიცები მეხმარება დახვეწაში. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევ". 

16 წლის ბას-გიტარისტი ახლა მე-10 კლასშია.

 

Read 937 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი