კადეტი გოგონა გორიდან, რომელიც ჯარისკაცობაზე ოცნებობს

Rate this item
(0 votes)

მარიამ ბებია მე-11 კლასის მოსწავლეა, ის გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა მას სხვა ინტერესები გაუჩნდა და სწავლა ქუთაისის გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმში გააგრძელა.

მარიამი სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას ატარებს. კვირას საღამოს, თბილისიდან მომავალ მიკროავტობუსს ელოდება, რომელსაც ლიცეუმის ბავშვები მიჰყავს ქუთაისში. პარასკევს საღამოს კი, სახლში ბრუნდება.

„როგორც მომავალი სამხედრო პირი, ჩემთვის გრაფიკი ყოველთვის გაწერილია, ის უცვლელია - ვდგებით 6:00 საათზე, დღეში გვაქვს შვიდი გაკვეთილი, მოკლე დღე მხოლოდ პარასკევია, რადგან სახლში ვბრუნდებით. როგორც კადეტი, ჩვენი დღე არის საკმაოდ რთული, წუთებში გვაქვს გაწერილი საუზმე, გაკვეთილები, მოწყობა, გადავადგილდებით მწყობრით, რადგან ჩვენც ისეთივე ჩვეულებრივი სამხედროები ვართ, როგორც შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ადამიანები“, - აღნიშნა მარიამმა.

მას მოსწონს ასეთი ცხოვრების წესი, რადგან ის დალაგებული და დაბალანსებულია. როგორც ამბობს, აქ სწავლა პერსპექტიულია, რადგან იოლად გადავა გორის კადეტთა სკოლაში.

მარიამი ოცნებობს წარმატებულად იმსახუროს ჯარში.

„მე არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ კაცის პროფესიაა. ქალები საკმაოდ ძლიერები ვართ და საკმაოდ კარგად ვართმევთ თავს დავალებებს. სირთულე ბევრია, მაგრამ შრომა და პუნქტუალურობა მეხმარება, წარმატებით გავართვა თავი. ეს ორი თვისება ქალსაც და კაცსაც ერთნაირად სჭირდება“, - ამობს მარიამი.

 

Read 1570 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი