ტაეკვანდო - თამაზ სამხარაძის ცხოვრების წესი

Rate this item
(0 votes)

ტაეკვანდოს სექციას ყოველ წელს სულ უფრო მეტი ბავშვი აკითხავს. საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობით გოგონებიც ინტერესდებიან და მათმა ნაწილმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია კიდეც.


თამაზ სამხარაძე უკვე სამი წელია შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ტაეკვანდოს სექციას ხელმძღვანელობს. მწვრთნელის კარიერა ჩვეულებრივი, საუბნო წრიდან დაიწყო. თამაზი ტაეკვანდოს ხელოვნებას ახლა უკვე 50 - ზე მეტ ბავშვს ასწავლის. ამბობს, რომ სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

"ხუთი წლის ასაკიდან ვვარჯიშობ. სანამ სასპორტო სკოლაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე სპორტული წრე მქონდა. ახლა სამი წელია, აქ ვარ. არაერთ ბავშვს ვასწავლიდი. ვცდილობდი, მათთვის მაქსიმალურად დავხარჯულიყავი", - ამბობს თამაზი.


"გორიჯვარი" - ასე ჰქვია ტაეკვანდოს სექციას. თამაზი ამბობს, რომ სახელი შემთხვევით არ შეურჩევია.

"ეს სახელი, ადგილი და სალოცავი ძვირფასია ჩემთვის. შემთხვევით ნამდვილად არ შემირჩევია სახელი".

tanazauuuuuuuu

გასულ წელთან შედარებით, საბრძოლო ხელოვნებას წელს ბევრად უფრო მეტი ახალგაზრდა ეუფლება. თამაზის თქმით, სპორტის ამ სახეობის მიმართ გოგონების ინტერესიც დღითიდღე იზრდება.

"წელს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი მოვიდა სავარჯიშოდ. აღსანიშნავია, რომ გოგონები ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ სპორტით და წარმატებებსაც აღწევენ.
ყოველთვის ვცდილობ თუნდაც ჩემი უბნის უფრო მეტი ბავშვი ჩავრთო სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესი შევაყვარო. ბევრმა მათგანმა საპრიზო ადგილებიც მოიპოვა" - გვიყვება თამაზი.

სწორედ ამ დღეებში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ქალაქ გეიგელის ტურნირზე თამაზი და მისი აღსაზრდელები, სადაც შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სპორტსმენები. 

თიკა ტერაშვილმა (47 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საპრიზო ადგილამდე ცოტა დააკლდა არიანა ჭულუხაძეს (59 კგ), თუმცა, როგორც თამაზი აღნიშნავ, ეს იყო მასშტაბური, მნიშვნელოვანი ტურნირი და მასში მონაწილეობა უკვე წარმატებას ნიშნავს.

Read 662 times Last modified on ორშაბათი, 08 აპრილი 2019 09:37

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი