ლუკა ბექაურის თიხის სამყარო

Rate this item
(0 votes)

ლუკა გორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის მხოლოდ 10 წლისაა, თუმცა მისი დღის გრაფიკი ძალიან დატვირთულია.

სკოლის შემდეგ ვარჯიშობს ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. მის ფიზიკურ და სულიერ აღზრდაზე მამა ზვიად ბექაური ზრუნავს, რომელიც ამ სასპორტო სახეობის მწვრთნელია.

„ჩემთვის ყოველი დღე დატვირთული და მრავალფეროვანია. მამა მავარჯიშებს და მიყვარს ეს სპორტი. ახლა ბევრს ვვარჯოშობ და ვემზადები ფესტივალზე გასასვლელად“, - გვითხრა ლუკამ.

თუმცა, მხოლოდ სპორტი არ არის ლუკას ჰობი. ის ძერწვით არის გატაცებული. ამჟამად, სწავლობს გივი ტატულაშვილის თიხის სახელოსნოში.

ლუკა სამყარო ფოტო ლიკა 3

„თავიდანვე მიყვარდა პლასტელინით ძერწვა. სახელოსნოში მისვლის შემდეგ ძალიან შემიყვარდა მეთუნეობა. მაქვს გამოძერწილი ბევრი ჩემი საყვარელი გმირი“, - გვიყვება ლუკა. 

მართლაც საინეტერესოა, მისი ნამუშევრების დათვალიერება. საკუთარი ხელით შექმნა ისტორიული პერსონაჟები, მითოლოგიის გმირები, ცხოველები, საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც არასრული ჩამონათვალია. ეს ლუკას სამყაროა, სადაც ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა.

ლუკა სამყარო ფოტო ლიკა 4

 

Read 604 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი