გორელი მწერლის სახლ-მუზეუმი ინგრევა

გაიხსენე ისტორია Written by  შაბათი, 24 თებერვალი 2018 10:58 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კეთილი საქმის ჩამდენს რა ნება უნდა?!

- ნიკო ლომოური

28458705 1783795608326901 1189721547 n

 

ქართველი მწერალი ნიკო ლომოური გორის რაიონ სოფელ არბოში დაიბადა. მისი სახლი ერთხანს მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა უკვე წლებია, შენობა დანგრევის პირასაა. ასევე მოუვლელია მისი კარ-მიდამო. 90-ანი წლების შემდეგ ამ ადგილით არავინ დაიტერესებულა. წლების განმავლობაში, მწერლის სახლ-მუზეუმი თავისით ნადგურდება.

 

niko

 

სოფელ არბოს მცხოვრებლები გულისტკივილით ამბობენ, რომ მწერლის სახლი უპატრონოდაა დატოვებული.


ადგილობრივი მცხოვრები რუსუდან ხაჩიური ამბობს, რომ სახლ-მუზეუმში ადრე ბიბლიოთეკაც იყო, თუმცა წლების განმავლობაში შენობა გაიძარცვა. განადგურდა ასევე მწერლის ნივთებიც. თავდაპირველად შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, შემდეგ კი მოუვლელობის გამო.


„ადრე მოსწავლეებიც მოჰყავდათ ექსკურსიაზე, ახლა აღარც ნივთებია და აღარც ბიბლიოთეკა. დროთა განმავლობაში, ხალხმა გაიტანა ნივთები. რამდენჯერმე სხვადახვა მედია საშუალებებმა რეპორტაჟები გააკეთეს, თუმცა ომის შემდეგ ამ ადგილით აღარავინ დაინტერესებულა", - გვეუბნება რუსუდანი.

სახლი, სადაც მწერალი დაიბადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ერთ დროს აქ მწერლის ფოტოები და სხვადასხვა ნივთები იყო გამოფენილი, თუმცა ახლა მხოლოდ ცარიელი და გაპარტახებული კედლებია შემორჩენილი.

Read 2616 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი